ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „წმინდა ფირომსანი“,

ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „წმინდა ფირომსანი“, რომელზეც წარმოდგენილია ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები.

ღონისძიებას უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ბატონმა იმამურა აკირამ. გამოფენის გახსნის ცერემონია ამავდროულად იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბელეს ღონისძიებების გახსნის ცერემონიაც იყო. ელჩმა წარადგინა 30 წლის იუბილეს ლოგოს, რომელიც ასევე შექმნილია ჰარადა ტაკეჰიდეს მიერ.

გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი კახა სიხარულიძე.

ფიროსმანის ხელოვნება პირველად გამოჩნდა იაპონიაში 1970-იან წლებში და ბატონი ჰარადა – დღევანდელი გამოფენის ავტორი, იყო ფიროსმანის გამოფენისა და მის შესახებ კინოჩვენების ერთ-ერთი სტუმარი. ფილმი გადაღებული იყო ცნობილი ქართველი რეჟისორის – გიორგი შენგელაიას მიერ. შემდგომ, 1980-იან წლებში, იაპონელი ცნობილი მომღერლის ნამღერი სიმღერა „მილიონი ვარდი“, რომელიც ასახავს მარგარიტას და ფიროსმანის ეპიზოდს, ცნობილი გახდა იაპონიაში.

„წელს ვზეიმობთ იაპონურ-ქართული ურთიერთობების დაწყებიდან 30 წელიწადს. 1992 წლიდან ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს, ამ წლების განმავლობაში განვავითარეთ ძლიერი თანამშრომლობა მრავალ სფეროში – მათ შორის კულტურის სფეროში. ასე რომ, ჩვენ დავგეგმეთ მრავალი ღონისძიება 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად. გამოფენა ამ ღონისძიებებიდან პირველია, თუმცა ასევე გვექნება მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებები ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის, ფილმისა და კულინარიის მიმართულებით. იაპონია ერთერთი ის ქვეყანაა, რომელმაც მოდერნიზაციის პარალელურად მოახერხა ტრადიციების შენარჩუნება. ასე რომ ქართველების ეს ინტერესი იაპონიის მიმართ ემატება იაპონელების ინტერესს საქართველოს მიმართ – ბოლო პერიოდში, მზარდია ინტერესია ღვინის, ქართული სუმოს მიმართ (მაგალითად, ტოჩინოშინი), რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს კავშირებს. 30 წლის იუბილე ახალი საფეხურია ჩვენი ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავებაში“,- აღნიშნა იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ბატონმა იმამურა აკირამ.

ინფორმავია მხატვრის შესახებ 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლისა იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან, მისი გულიდან და მისი შემოქმედებიდან.

ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ 25 იანვრიდან-27 თებერვლამდე გაიმართება. შესვლა უფასოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *