კონკურსი Visa Everywhere Initiative 2022იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში არსებულ ინოვაციურ ფინტექ სტარტაპებს, ბრენდის ცნობადობის გაზრდის, Visa-ს ქსელზე წვდომის მისაღებად შეუძლიათ რეგისტრაცია კონკურსში, რომლის ფულადი ჯილდო CEMEA-ს რეგიონული ფინალში 35 000აშშ დოლარს, ხოლო გლობალური კონკურსის, დასკვნითი ეტაპის მთლიანი საპრიზო ფონდი 125 000 აშშ დოლარს შეადგენს
თბილისი,2022 წლის 1 თებერვალი:The Visa Everywhere Initiative (VEI), ყველასთვის ხელმისაწვდომი ინოვაციების გლობალური პროგრამა იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე, ფინალისტებს კი უშუალო წვდომამიეცემათ ფინტექით დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ საბანკო, კომერციული, ვენჩურული კაპიტალის(VC) და სამთავრობო სექტორების წამომადგენლებთან. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ გლობალურ, სანდო ბრენდთან, როგორიცაა Visa.
წელს, კონკურსის პროგრამა გაფართოვდა და მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას და Visa Direct-ს, საგადახდოსაშუალებას, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს ინოვაციური გზებით, გადარიცხონფული მილიარდობით მთელიმსოფლიოს მასშტაბით, ბარათისა და ანგარიშების მეშვეობით. ფინალისტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, VEI-ს ფინალში მონაწილეობის მისაღებადკატარში შეიკრიბებიან.
„ფინტექები და საგადახდო სფეროს სხვანოვატორები მომხმარებლებს და მეწარმეებს ახალ საგადახდო საშუალებებს სთავაზობენ და უფრო მეტ ადამიანს უადვილებენ ფულზე წვდომას საჭიროების შესაბამისად, რაცპანდემიის დროსკიდევ უფრო მნიშვნელოვანიგახდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი PAYZE შეირჩა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში ქეშლეს ეკონომიკა ვითარდება და ადგილობრივ კომპანიებს,ფინტექების მსოფლიო რუკაზე წარმოაჩენს“, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ,Visa-ს რეგიონულმამენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
კონკურსმა, საგადახდო სფეროს ყველაზე პერსპექტიულ ნოვატორებს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა. მაგალითად, MayaSoft-მა, სტარტაპმა უზბეკეთიდან, CEMEA რეგიონის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, Visa-სთან პარტნიორობით წარმოადგინა პირველი უკონტაქტო საგადახდო საშუალება უზბეკეთში, რომელიც Visa Tap to Phone ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და2021 წელს Visa Ready პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად არის სერტიფიცირებული.ქართული კომპანია Payze გასულ წელს CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.
„გლობალურ დონეზეკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპთან ერთად, და რაც მთავარია, გლობალური ცნობადობის და მხარდაჭერის მიღება ისეთი სანდო ბრენდისგან, როგორიცაა Visa, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევა იყო PAYZE-სთვის“, – განაცხადა გიორგი წურწუმიამ, PAYZE-ს (თბილისი, საქართველო) თანა-დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა,რომელიც ასევე 2021 წლის VEI CEMEA-ს კონკურსის გამარჯვებულია. PAYZE არის ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ფინტექი, რომელიც საშუალებას აძლევს დსთ-ს ქვეყნების საწარმოებს და კომპანიებს მიიღონ გადახდები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ერთიანი ინტეგრაციის გზით. Visa-ს ქსელის მხარდაჭერით და 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი პრიზისსაშუალებით PAYZE-ის გუნდი ახორციელებს თავისი ხედვის რეალიზაციას, კერძოდ 2021 წელს 250,000-ზე მეტი ტრანზაქციაგანახორციელა.
კონკურსშიმონაწილე ფინტექმა Safepay კარაჩიდანგაიმარჯვა CEMEA-ს აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში და პრიზის სახით 10,000 დოლარი მიიღო. Safepay სპეციალიზდებაელექტრონული კომერციის საგადახდო ოპერაციების უსაფრთხო დამუშავებაზე, და ხელს უწყობს მოვაჭრეებსგაყიდვების მაჩვენებელის გაზრდაში, დებიტორებისგან ანაზღაურების სწრაფად მიღებაში დაგაყიდვების ოპტიმიზაციაში, მათიმომხმარებლებისთვისონლაინ გადახდის საშუალების მიცემის გზით.
VEI-ის ქსელი მოიცავს 8,500 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან, და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს დაარსების დღიდან, პროგრამა დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება, რითაც ადრეულეტაპზე მეწარმეების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, VEI-ის ფარგლები ფართოვდება, უნიკალურისტარტაპების მოზიდვის და საგადახდო სფეროში გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
წელს,პროგრამის ყურადღების ცენტრში CEMEA-სრეგიონი იქნება, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვსიმ ფინტექებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართულ ინოვაციურ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებსშეიმუშავებენ. VEI-ის წლევანდელი კონკურსი, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში გაიმართება, ხოლო გლობალური კონკურსისფინალსკატარი, 2022 წლის ნოემბერშიუმაპსინძლებს.
VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ ანტერპრენერებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადახდებისა და კომერციის სფეროში არსებულ გამოწვევების გადაჭრას – ბიზნესისთვის, კერძოდ:
ციფრული სერვისებისშემქნელებისთვის და მწარმოებლებისთვის:
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ქრაუდფანდინგი
- საბანკო მომსახურება (Banking-as-a-Service)
- BIN სპონსორები
- მწარმოებელი/დამმუშავებელი
- პროგრამის მენეჯერები
ციფრული ემისია
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ალტერნატიული კრედიტი
- პირადი ფინანსების მართვა
- თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
- ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
- ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
- თანამშრომელთა შეღავათები
- გადასახდელები
- კორპორატიული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)
დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში
- მონაცემები და ანალიტიკა
- იდენტიფიკაცია, აუტენტიფიკაცია და უსაფრთხოება
- დაზღვევის ტექნოლოგია
- ლოიალობა
- სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
- პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
- საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
- სხვა
მცირე და საშუალო ბიზნესი
- ფულისბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
- მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
- რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და სხ.)
- ბრენდის მართვა (საზოგადოების განვითარება, და სხ.)
- სხვა
Visa, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მისი მონაწილეებისგან არ იღებს არანაირ სარგებელს.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შესახებ დეტალები იხილეთ აქ.
კომპანია „Visa”-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge