ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის საპარლამენტთაშორისო ფორუმი რეგულარული გახდება
აშხაბადში ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის საპარლამენტთაშორისო ფორუმი თურქმენეთის ჰალკმასლახათიმილიგენგეშის ხელმძღვანელი გურბანგული ბერდიმუხამედოვის თავმჯდომარეობით იმართება.
ღონისძიებას წინ უძღოდა ყვავილებისშემკობის ცერემონია თურქმენეთის კონსტიტუციის მონუმენტთან, რის შემდეგაც მონაწილეები გაემართნენ კონგრეს ცენტრში, რომელიც მდებარეობს თურქმენეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში.
როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ აღნიშნა, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მსგავსი ფორმატით რეგულარული შეხვედრების გამართვას.
მატვიენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენთაშორისო დიალოგი არის ის ძალა რომლის მეშვეობით იქმნება შესაძლებლობები მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგისთვის.“ამით ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ ყველაზე აქტუალურ თემებზე და შევთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად იქნება მოთხოვნილი მოქალაქეების მიერ“, – განაცხადა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ.