თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

კვირას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი  შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ დირექტორს კეროლ პერესს და სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილეს სამხრეთ და ცენტრალურ აზიის საკითხებში დინ ტომპსონს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი მეთიუ სტივენ კლიმოუ.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, რაზეც მხარეებმა უფრო აქტიური თანამშრომლობისსურვილი გამოთქვეს

დიპლომატებმა არსებითად განიხილეს თურქმენეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები,  და აღნიშნეს თურქმენულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს როლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *