მდინარე რიცეულაში 10 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა გაუშვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ “საქართველოს წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 10 000 ცალილი ფსიტა მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში გაუშვა. ნაკადულის კალმახის დაცვის, მიზნით გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.
ველური ბუნების სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, მდინარე რიცეულას ხეობაში ნაკადულის კალმახის აღდგენას.