საქართველო კორეის რესპუბლიკის ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს

მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს, საქრთველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში ინიციატივით,საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ 9 კომპანიას უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში აქტიური ჩართულობითგაიმართება B2B შეხვედრები ქართულ კომპანიებსა და კორეულ იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შორის. ღონისძეიება გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბნ. გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბნ. ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბნ. კიმ სი-ვუნგი და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავჯდომარე ბ-ნი ჰონგ კვან-ჰი.

აღსანიშნავია, რომ  ქართულ და კორეულ მხარეს წინასწარ გაეგზავნათ დაინტერესებული კომპანიების პროფილები და ინტერესების თანხვედრის შედეგად სააგენტოს მიერ დაიგეგმა რელევანტური B2B შეხვედრები. ზემოთ ხსენებულში მონაწილეობას მიიღებს 36 ქართული კომპანია.

კორეული დეგელაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, გამართავს სხვადასხვა ბიზნესშეხვედრებს, მათ შორის ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქ-ნ ნათია თურნავასთან.

აღნიშნულის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების, მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ. სსიპ „აწარმოე საქართველოში’’ მიესალმება  კერძო სექტორისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ უწყებებთან  მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

შენიშვნა:

2019 წლის 11-12 მარტს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა ქართული დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით. ამასთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 2019 წლის 27 ივნისიდან- 29 ივნისის ჩათვლით, კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე- „IGF 2019” 6 საკვებისა და სასმელის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართულმა პროდუქციამ კორეული მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ აღნიშნული ორი ვიზიტის შედეგად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება კორეული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *