საქართველოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის წარმოების პროექტი იწყება
კომპანია Pioneer Cement წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement-ის საკუთრებას, რომელიც ომანის საფონდო ბირჟაზე (Muscat Securities Market) ლისტირებული კომპანიაა და მიზნად ისახავს კლინკერის ექსპონენციალურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოში, რომლის დეფიციტიც ამჟამად შეადგენს 600 ათას ტონას.
კომპანია Pioneer Cement Industries, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და წარმოადგენს კომპანიის Raysut Cement Company SAOG (RCC) ნაწილს, ამჟამად აშენებს წელიწადში 1.2 მილიონი ტონა სიმძლავრის ინტეგრირებული ცემენტის ქარხანას საქართველოში. Pioneer Cement ფლობს კირქვის საბადოების დამუშავების ლიცენზიას საქართველოში, რაც ამ პროექტისათვის საჭირო ნედლი მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველო Pioneer Cement-ს აძლევს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან გადაინაცვლოს ახალ ბაზარზე, რომელიც მზარდი ინფრასტრუქტურით ხასიათდება და განიცდის კლინკერისა და მაღალი ხარისხის ცემენტის დეფიციტს. ცემენტის ქარხანა თბილისის ახლოს და კირქვის საბადოების მიმდებარედ აშენდება. პროექტის სესხებისა და წილების შეთანხმებები ამჟამად დასრულებულია და ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან. პროექტის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. „ჩვენ დავიწყეთ გაფართოების საკმაოდ ამბიციური სტრატეგიის განხორციელება რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოში Pioneer Cement Georgia-ს პროექტის დაწყება წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას“, – განაცხადა RCC Group-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოუი გოუშმა. პროექტზე საუბრისას, Pioneer Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ბ.ს. რაჯანმა, აღნიშნა: “საქართველოს მიმართულებით გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Pioneer-ისა და მისი დედობილი კომპანიისათვის Raysut, რადგანაც ეს ნიშნავს განსხვავებული ბაზრის გახსნას ჩვენთვის და გულისხმობს როგორც ზრდის შესაძლებლობებს ასევე, ახალ გამოწვევებსაც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ეტაპი სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს ჩვენს სტრატეგიას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე და ჩამოყალიბდება როგორც განვითარების პარტნიორი ეკონომიკის კუთხით უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე.“ Raysut-ის საქართველოს მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანიამ გააკეთა განცხადება მიწის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. სერვისების შეთანხმება გაფორმდა კომპანიასთან Port of Duqm Company SAOC, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საფქვავი საწარმოს გახსნას ომანის სასულთნოში და გულისხმობს 30 მლნ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ქარხნის დაარსება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე კომპანიის გაფართოების ამბიციური სტრატეგიის ნაწილს. მიმდინარე წელს, Raysut-სა და MSG Group-ს შორის აღმოსავლეთ აფრიკაში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, შეიძინა ცემენტის ქარხანა Sohar Cement Factory LLC 60 მლნ დოლარად. კომპანია ასევე გეგმავს 40 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცემენტის საფქვავი საწარმოს გახსნას ბერბერაში, სომალილენდში. ინფორმაცია რედაქტორებისათვის: Pioneer Cement Industries-ის შესახებ: Pioneer Cement Industries დაარსდა 2004 წელს და წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement Company SAOG-ის ნაწილს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინტეგრირებული ცემენტის ქარახანას, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 1.5 მლნ ტონა ცემენტს. ქარხანა მდებარეობს რას ალ-ხაიმაჰიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში და დაახლოებით ერთი საათის სავალზე დუბაიდან. კომპანია წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს რეგიონის ბაზრებზე. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის ცემენტს, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. Raysut Cement Company S.A.O.G-ის შესახებ: კომპანია Raysut, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს სალალაში (ომანი), ცემენტის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც კლინკერისა და ცემენტის წარმოების აქტივები აქვს ომანში, იემენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Raysut ფლობს 3.6 მლნ ტონა საწარმოო სიმძლავრის მქონე ინტეგრირებული ცემენტის წარმოებას სალალაში. Raysut Cement-ის ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 6.4 მლნ ტონას შეადგენს.