ნათია თურნავა „რუსთავის აზოტის” ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში, „რუსთავის აზოტის“ ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის (კეს) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი“, გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ ორი ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
“რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე ახალი კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) კომპანია “SIEMENS”-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 9,0 მვტ.-ია.
კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა“ 5,5 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.