ღია შეხვედრები მარნეულში
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაფლოს, სეითგოჯალოს, ახლომახლუდოს, ენიქენდის, იმირის, ირიმიჭალისა და დაშტაფის მოსახლეობას შეხვდნენ.
პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ამ საჭიროებების მიხედვით.
სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მარნეულის მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.