შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორთან – ბატონ რევაზ ბაბილუასთან

კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ბატონმა დესუ ჩანგმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორთან – ბატონ რევაზ ბაბილუასთან. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ასამბლეის გახსნამდე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და ორმხრივი ინტერესები. საუბრის თემა შეეხო საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურსა და კორეის ეროვნულ ჰიდროგრაფიულ და ოკეანოგრაფიულ სააგენტოს შორის  თანამშრომლობას . შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მუდმივად ღრმავდება და მხარეებმა აგრეთვე გამოხატეს მზადყოფნა მომავალში თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *