საქართველოში გაიხსნა ახალი ჯანმრთელობის ცენტრი აღმოსავლეთის მერიდიანი
თბილისში გაიმართა „ჯანმრთელობის ცენტრის აღმოსავლეთის მერიდიანის“ პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე ესწრებოდნენ მედიცინის და ბიზნესის წარმომადგენლები, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური. სტუმრებმა თავის სიტყვაში გამოხატეს სიხარული, საქართველოში გაიხსნა ახალი ჯანმრთელობის ცენტრი, უსურვეს ცენტრს წარმატებები და წინსვლა.
აღმოსავლეთის მერიდიანის პარტნიორია „ჩინური ტრადიციული მედიცინის თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების ცენტრი“. ასევე აწარმოებს მოლაპარაკებები კომპანია „ტონგ რენ ტან“-თან, რომელის ჩინური ტრადიციული მედიცინის პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჯანმრთელობის ცენტრი გეგმავს გახსნას ფილიალები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქში, ასევე გეგმაში გვაქვს წარმომადგენლობების გახსნა სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ცნობილია, რომ ჩინელები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ ცხოვრების აქტიურ და მოძრავ სტილს. ამის ერთ – ერთი უმთავრესი მიზეზია ჩინური ტრადიციული მედიცინა, რომელიც შეიცავს, როგორც ტრადიციული მედიცინის, ასევე ფილოსოფიის ელემენტებს.
ჩინური მედიცინა ადამიანს თვლის გარესამყაროს ნაწილად. ამასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმი განიხილება როგორც ერთიანი სისტემა და არა ცალ-ცალკე ორგანოების კრებული. როგორც კი ეს ერთიანობა ირღვევა, მაშინვე თავს იჩენს რომელიღაც დაავადება.
ტრადიციული ჩინური მედიცინა თვლის რომ ადამიანის ორგანოები უკავშირდებიან ერთმანეთს და გარე სამყაროს სხეულის მერიდიანების მეშვეობით, რომლებშიც ხდება სასიცოცხლო ენერგიის – ცის მოძრაობა. ადამიანის სხეულში არის 12 ორგანოს მერიდიანი და 2 მთავარი მერიდიანი. მერიდიანების დაბლოკვის შემთხვევაში ვითარდება იმ ორგანოების ან ორგანოების ჯგუფის დაავადებები, რომლებზეც პასუხისმგებელია ეს მერიდიანი.
ცენტრის სპეციალისტები ახდენენ მერიდიანებზე ზემოქმედებას, ხელს უწყობენ მათ გახსნას და გააქტიურებას. მეთოდში შერწყმულია აკუპუნქტურის, ვაკუუმური მასაჟის, მანუალური თერაპიის, ძვლით მასაჟის ტრადიციები.
საქართველოში გავრცელებულია ხერხემლის და კისრის დაავადებები, რომლის გამომწვევი მიზეზი არის არასწორი ჯდომა, ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი, არასწორი რეჟიმი და მავნე რაციონი. უამრავ ადამიანს შეზღუდული აქვს სრულფასოვანი მოძრაობა სახსრების ტკივილის გამო .
მოსახლეობის ნაწილის პრობლემაა ჭარბი წონა, რაც ასევე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ცხოვრების ხარისხზე და წარმოადგენს უამრავი დაავადების განვითარების მიზეზს.
ცენტრი გთავაზობს ხერხემლის, კისრის, სახსრების ფიზიოთერაპიას, ასევე ჭარბი ცხიმის მოშორების და ინდივიდუალური ფიზიოთერაპიის სეანსებს.მეთოდში შერწმულია ორი ათას წლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ჯანმრთელობის ცენტრი – აღმოსავლეთის მერიდიანი, ფიზიოთერაპიის სეანსების გარდა, მომხმარებელს უწევს კონსულტაციას რაციონის, ქცევითი ჩვევების, დღის რეჟიმის დაცვაზე. ფიზიოთერპიის სეანსების და რეკომენაციების დაცვის შედეგად ხდება ორგანიზმის ეტაპობრივი გაჯანსაღება, ტოქსინების გამოდევნა, ჭარბი ცხიმის მოშორება, ხერხემლის, სახსრების ტკივილის გაქრობა, სრულფასოვანი მოძრაობის აღდგენა, რაც ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.