კორონა ვირუსის ვაქცინის დამზადებას 40 დღეც არ დასჭირდება
კორონა ვირუსის ვაქცინის დამზადებას 40 დღეც არ დასჭირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო ,,სინხუა” ავრცელებს.
ჩინეთი კორონა ვირუსს ყველა ეფექტური საშუალებითა და გზით ებრძვის და მას ამ პროცესში არა მხოლოდ ადგილობრივი ექიმები და მკვლევარ-მეცნიერები, არამედ საზღვარგარეთიდან მოწვეული კომპეტენტური კოლაბორატები ჰყავს ჩართული. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქალაქ შანხაიში კომპანიის ,,სტერმირნა თერაპია” მკვლევარმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესი აჩვენა. შანხაის თუნგძის უნივერისტეტის საავადმყოფო აღნიშნულ კომპანიასთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს და კორონასთან გამკლავების პროცესს დინამიკაში აჩვენებს. ,,ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება” – აცხადებენ დეველოპერები.
30 იანვარს, ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა პირადად მოინახულა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვირუსზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ჩინეთის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონა ვირუსი 10 დღის განმავლობაში პიკს მიაღწევს და მარტივად მოხდება მისი იზოლაცია.

sinomedia.ge