ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით, 29 მარტამდე შეჩერდა
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით, 29 მარტამდე შეჩერდა. მიუხედავად ამისა საზღვრებზე კვლავ გრძელდება ტრანზიტული გზით შემოსული მგზავრების კონტროლი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები საინფორმაციო ვიზიტებს ანხორციელებენ ჩინელებით დასახლებულ პუნქტებში. სპეციალისტები უკვე შეხვდნენ თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში მცხოვრებ ჩინელებს, ვიზიტები განხორციელდა ქუთაისში და ხარაგაულის რაიონშიც. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამას გარდა საზღვრებზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერები, სამ ენაზე. მთავარი გზავნილები ქვეყანაში ჩამოსულ მგზავრებს ბუკლეტების სახითაც ურიგდებათ. ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებს უტარდებათ თერმული სკრინინგი.