ჩინეთმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მოახდინა 41,8 მლნ.დოლარის სამედიცინო დანიშნულების საგნების იმპორტი
„ჩინეთმა, ერთ კვირაში, მოახდინა სამედიცინო დანიშნულების საგნების იმპორტი, რომლის ღირებულება შეადგენს 290 მლნ იუანს (დაახლოებით 41,8 მლნ. აშშ დოლარს), ასეთი პროდუქციის შიდა დეფიციტის შესუსტებისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ეპიდემიის აღმოსაფხრელი ძალიხმევის ფონზე (2019-CoV)“ – იუწყება სინხუას სააგენტო.
ჩსრ-ს მთავარი საბაჟო სამმართველოს ცნობით ჩინეთმა შემოიტანა ქვეყანაში სამედიცინო დანიშნულების 59,18 მლნ საგანი, მათ შორისაა 56 მლნ-ზე მეტი პირბადე სახისთვის, 69 ათასი წყვილი დამცავი სათვალე, და 738 ათასი დამცავი კოსტუმი.
ჩსრ-ს მრეწველობის და ინფორმატიზაციის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წაახალისოს ჩინური საწარმოები განაახლონ სამედიცინო მასალების წარმოება, რომელშიც არის საჭიროება, გლობალური შესყიდვების ერთდროულად გაფართოებით შიდა დეფიციტის შემცირების მიზნით.
იმპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ მედიკამენტების გლობალურ შესყიდვებში პნევმონიის ეპიდემიასთან ბრძოლაში აქტიური მონაწილეობით.
გარდა ამისა, ელექტრონული კომერციის ჩინურმა გიგანტმა „Alibaba”-მ ასევე შექმნა სპეციალური ფონდი 1 მლრდ იუანის თანხით სამედიცინო პროდუქციის გლობალური შესყიდვებისთვის, ის თანამშრომლობს სახის დამცავი პირბადეების 42 უცხოელ მიმწოდებელთან.
ჩინურმა საბაჟომ უზრუნველყო დაჩქარებული გაფორმება საბაჟოზე ეპიდემიის თავიდან აცილებისთვის საჭირო და მასთან ბრძოლის ფარგლებში გამოსაყენებელ შემოტანილ პროდუქციაზე.
სინხუას სააგენტო იუწყება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია საგანგებო სიტუაციად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. აღნიშნულზე ხუთშაბათს განაცხადა მჯო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსი. დახურულ კარებს მიღმა საგანგებო კომისიის სხდომის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მჯო არ გასცემს რეკომენდაციას და არ გამოდის ტურისტული მოგზაურობების შეზღუდვების ამოქმედების და ჩინეთთან სავაჭრო საქმიანობის წინააღმდეგ.
ტ.ა. გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩსრ-ს თავმჯდომარე სი ძინპინი პირადად ხელმძღვანელობს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შეჩერების სამუშაოს. „ჩინეთის მიერ ამ პრობლემის და მჯო-სა და მსოფლიასთან მონაცემების გაზიარების სიჩქარემ განაპირობა ვირუსის იზოლირება, რაც გასაოცარია და აუხსნელია უბრალო სიტყვებით, ისევე როგორ ჩინეთის გამჭვირალობისთვის მზადყოფნა და სხვა ქვეყნების დახმარება. მან ასევე დაამატა, რომ ბევრ ასპექტში ჩინეთი ადგენს დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების ახალ სტანდარტს.
მისი გადმოცემით, ჩინეთის მთავრობის მიერ გატარებული ზომები გვიჩვენებენ როგორც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი ერის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, და ასევე გადამწყვეტ მხარდაჭერას დაავადებათა პროფილაქტიკაში გლობალურ დონეზე. ტ.ა. გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ეფექტურად შეაჩერებს და გაიმარჯვებს ეპიდემიასთან ბრძოლაში და დაამატა, რომ ჩინეთის მიერ გამოყენებული ძალისხმევა დაავადებასთან ბრძოლაში იმსახურებს პატივისცემას. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეალურად ჩინეთის მიერ გატარებულმა ზომებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვნად აჭარბებს საგანგებო სიტუაციაში რეაგირებისადმი დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. მისი თქმით ასეთი ზომები სასარგებლოა როგორც ჩინეთის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. |