ჩინეთი, როგორც უმსხვილესი მსოფლიო ეკონომიკა, არ დაკარგავს თავის მძლავრ პოტენციალს
წინა წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის მთავრობამ გვაცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქებაზე ჰუბეის პროვინციის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ უჰანში. დაავადების აღმგზნები იყო ახალი ტიპის კორონავირუსი – 2019–nCoV.
2020 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ჩინეთის მთავრობამ გამოყო 27.3 მლრდ. იუანი (4 მლრდ. დოლარი) ეპიდემიის კონტროლის ყველა დონის უზრუნველყოფისთვის ეპიდემიის ბრძოლაში. ქვეყნის მტავრობა მიიღებს დამატებით ზომებს აუცილებლობის შემთხვევაში. ჩინეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ეპიდემიის თითოეულ ეტაპზე.
ამგვარად, 28 იანვარს ჩსრ–ს მეთაური სი ძინპინმა გამართა შეხვედრა მჯო–ს გენერალურ დირექტორთან თედროს ადჰან გებრეისუსთან, რომლის შემდეგ მჯო–მ აღიარა 2019 წლის ეპიდემია „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ამ განცხადებას გამოეხმაურნენ ჩინეთის მედია, მაგალითად Peoples Daily, სინჰუას საინფორმაციო სააგენტო, და დაამატეს, რომ ჩინეთის მთავრობას არაფერი დასამალი არ არ აქვს და ჩინელები დარწმუნებულნი არიან მათ გამარჯვებაში ეპიდემიასთან ბრძოლაში.
ჩინური მასმედიის ცნობით, ეპიდემიის ზემოქმედება იქნება გათვალისწინებული ჩინეთის მე–14 ხუთწლედის პროგრამის სემუშავებისას (2021–2025 წწ.). სავარაუდოდ, მიიღება დამატებითი ზომები ეკონომიკის წახალისებისთვის შემდგომ ხუთ წელიწადში.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი, როგორც უმსხვილესი მსოფლიო ეკონომიკა, არ დაკარგავს თავის მძლავრ პოტენციალს მოხმარების, ურბანიზაციის, 5G-ის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ეპიდემიურ სფეროებში ეპიდემიის გამო“, – იუწყება გაზეთი „ჟენმინ ჟიბაო“.
ანგარიშში „კორონოვირუსთან ბრძოლა ჩინეთში: პროცესები და პერსპექტივები“, რომელიც გამოქვეყნებულია შანხაის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში წერია:
“პროგნოზის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდება 1–1,5 საპროცენტო პუნქტით. ზოგიერთი ეჭვობს, რომ ჩინეთის ეკონომიკა მიაღწევს 5% ზრდას 2020 წელს. უფრო სწორად, 2019 წლის ეპიდემია პირდაპირ აზარალებს სამ ძირითად სექტორს: 1) მომსახურების სექტორი, ძირითადად ისეთ სამომხმარებლო დარგებში, როგორიცაა ტურიზმი, კვება, გართობები და ლოგისტიკა (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის); 2) საწარმოო სექტორი, მაგ., მობილური ტელეფონების, ავტომობილების და ელექტრონიკის წარმოების სფეროში, რაც შესაძლოა გარკვეულ წილად დაარღვევს გლობალურ საწარმოო ჯაჭვებს; საწარმოო ცენტრი ჩინეთში ქ. უჰანი იმოფება მძიმე ეკონომიკური დარტყმის ქვეშ; და (3) სავაჭრო სექტორი ავიაკომპანიების, საზღვაო მარშრუტების და ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრების შეზღუდვისა ან დახურვის გამო, რომელიც შეიქმნა პანიკური და გეოპოლიტიკური მოსაზრებების შედეგად.
მიუხედავად ამისა, ჩინური ეკონომიკის მდგრადობა საკმაოდ მაღალია. მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი ეპიდემია არ ახდენს უბრალოდ ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე, მაგრამ სარგებლის მომტანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, ონლაინ თამაშები და გართობა.
ჩინეთში, და საზღვარგარეთ არსებობს სამი ძირითადი მოსაზრება 2019 წლის ეპიდემის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ჩინეთის ეკონომიკაზე. „კრიტიკული ზემოქმედების“ თეორიას სჩვევია სერიოზული ზეგავლენის მოხდენა ისედაც შენელებულ ჩინურ ეკონომიკაზე, და ასევე იწვევს მიზი ზრდის ტემპების შემცირებას და გლობალური ეკონომიკის დაბრკოლებებს.
რაც შეეხება 2003 წლის ატიპიური პნევმონიის ეკონომიკურ ედეგებს, „მართვადი ზემოქმედების“ თეორია პროგნოზირებს, რომ ეპიდემიას ექნება მხოლოდ შეზღუდული და კონტროლირებადი ეფექტი ეკონომიკაზე, და ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები წლის განმავლობაში არ შეიცვლება, პირველ სეზონში ზრდის ტემპების შემცირების მიუხედავად.
„დაუდგენელი ზემოქმედების“ თეორია ამტკიცებს, რომ ისტორიული მტკიცებულებები არ საუბრობენ მომავალ ეკონომიკურ ტრაექტორიებზე, მაგრამ ფაქტობრივი ეკონომიკური შედეგები დამოკიდებულნი არიან ეპიდემიის ხანგრძლივობაზე. საბოლოო ჯამში, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდე (მშპ შეადგენს 99 ტრლნ იუანს), რაც 9–ჯერ აღემატება 2003 წლის მშპ–ს (11,7 ტრილიონი იუანი).
2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, ჩინეთმა ჩეინარჩუნა ეკონომიკის მდგრადი ზრდა სტიმულებისა და კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მძლავრი პაკეტის წყალობით G20-ის ჯგუფის ხელმძღვანელობით. მაგრამ ყურადსაღებია, რომ ეპიდემიის პოტენციალური ზეგავლენა შეიძლება განსხვავდებოდეს ყველა წინა ეპიდემიებისა და სხვა ინციდენტებისგან.
ერთის მხრივ, ეს ხდება, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი ზრდიდან განვითარების მაღალ ხარისხში გადასვლის პიკზე „ეჯახება“ სამ ურთულე გამოწვევას ქვეყნის შიგნით, ანუ სისტემური ფინანსური რისკებისგან დაცვა, ბრძოლა დაბინძურებასთან და სიღარიბის აღმოფხვრა; და გარე – გლობალიზაცია უპრეცენტენტო გამოწვევების და ჩინეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობების პირობებში. სავაჭრო დაბრკოლებები სუსტდებიან, და ჩინეთის ეკონომიკა შეიძლება აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ, თუ ქვეყაა გამოქვეყნდება „ეპიდემიის ზონად“.
ამჟამად იქნება კარგი მდგომარეობა აშშ–სთვის მისი პროდუქციის ჩინურ ბაზარზე ექსპორტის გაზრდისთვის.
„ეპიდემიის აფეთქებამდე, აშშ–მ მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩინურ ბაზარზე ამერიკული პროდუქციის მიწოდებების ზრდაზე, 200 მლრდ. დოლარის ოდენობით, პირველ რიგში, ეს არის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები და ჩინეთი წავიდა დათმობაზე. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელების მიმართ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანდაზა „ზოგი ჭირ მარგებელია“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი სოსო არჩვაძე, ჩინეთში ეკონომიკური სიტუაციის ანალიზში.
„შექმნილ სიტუაციაში ჩინურ კომპანიებს გაუჭირდებათ კონკურენციასთან ბრძოლა გლობალურ ბაზარზე. დღევანდელი რეალიები ავიწროვებენ ჩინური ექსპორტის შესაძლებლობებს, პირიქით ამ ქვეყანაში იმპორტის მოცულობების გაზრდით. გლობალურ ჭრილში, ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება სხვა მომხმარებლებს გადაამისამართეს იმ ქვეყნების პროდუქციაზე, სადაც სამუშაო ძალის ღირებულება უფრო მაღალია, რაც აისახება საქონლის საბოლოო ღირებულებაზე.
ჩინეთში მშპ–ს არასაკმარისი წარმოების მოცულობის ყოველდღიური დანაკარგები შეადგენენ 5 მლრდ. დოლარს, ვინაიდან ბევრი ქარხანა გაჩერებულია, 35–40 მლნ.–იანი რეგიონები მოქცეულია კარანტინში.
ეს ყველაფერი ხელს უწლის წარმოებას, ტურიზმს, სატრანსპორტო სფეროს და მთელ ეკონომიკას – ამოქმედდა ე.წ. „დომინოს პრინციპი“. და თუ ეს გაგრძელდება, აუცილებლად მოხდება ჩინეთის ეკონომიკის „შევიწროვება“. ჩინეთე მოდის მთელი მსოფლიო ეკონომიკის მეხუთედი და მისი ტემპების შემცირებისას ერთი პროცენტით მაინც, მსოფლი მშპ შემცირდება 0.2 პროცენტით.
ასევე, წარმოების შემცირებსას მციდება ჩინეთის მოთხოვნა ენერგორესურსებზე, რაც ასევე იმოქმედა ნავთობზე მსოფლიო ფასებზე.
თუ ჩინეთში საუბრობენ ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე 1–1,5%–ით, მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა შემცირდება 0,2–03%–ით. ეს არის დაახლოებით 100–120 ტრლნ. დოლარი მშპ, ხოლო მთელი მსოფლის დანაკარგები შეადგენენ 300–450 მლრდ. დოლარს“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.
ანალიზის და პროგნოზირების ცენრის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ტურიზმის სფეროში ასევე დაზარალდება საქართველო, ვინაიდან გასულ წელს ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები შევიდნენ ტოპ–10–ში მათ მიერ საქართველოში დახარჯული სახსრების მიხედვით.
„პირდაპირი ფრენები ჩვენს ქვეყნეს შორის დროებით შეჩერებულია. და, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი ტურისტების რაოდენობა არც ისე მაღალია და შეადგინა 48 071 ადამიანი 2019 წელს, ტურისტები ჩინეთიდან შევიდნენ ტოპ–10–ში. საშუალოდ. საქართველოში ერთი ტურისტის დანახარჯმა შეადგინა 2 254 ლარი, რაც ჯამში აღემატება 100 მლნ. ლარს გასულ წელს.
ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში მუდმივად იზრდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინები ამ ქვეყნისგან საკმაოდ ოპტიმისტურია. ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსი მალე იქნება განადგურებული და ქართული ტურიზმი ადვილად აღადგენს მის დანაკარგებს“, – აცხადებს ჭარაია.
ჩინეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი, ასევე საქართველი პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც დადო ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან.
„ჩინეთმა ძალიან ოპერატიულად ააშენა კლინიკები კორონავირუსით დაავადებულთათვის. ანუ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სწრაფად გაუმკლავდეს მსგავს პრობლემებს. საქართველო შეიძლება გახდეს მიმზიდველი ჩინეთისთვის ქართული სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებაში მაღალი შესყიდვის შესაძლებლობის მქონე ქვეყნებში ჩინური საქონლის მიწოდებისთვის, ვინაიდან საქართველო ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩინეთთან“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
20 იანვარს ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი და სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანი გასცეს მითითება ყველა დონის ხელისუფლებისთვის დაიწყონ ბრძოლა ეპიდემიასთან. ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას და ადგილობრივი ხელისუფლებას დაევალათ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უნივერსალური მექანიზმების ამოქმედება.
25 იანვარს ლი კეციანი დაინიშნა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ახლად შექმნილი ცენტრალური ჯგუფის თავმჯდომარედ და მოინახულა უჰანი ორი დღის შემდეგ. ამჟამად 52–ზე მეტი სამედიცინო პერსონალის პარტია, რომელიც შედგება 6 097 სპეციალისტისგან მუშაობს უჰანსა და ჰუბეის პროვინციაში.
მრეწველობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო მიმართავს თხოვნის სამედიცინო მომსახურებების მიმწოდებლებთან აღადგინონ მათი სრული საწარმოო სიმძლავრი საჭიროებების მდგრადი დაკმაყოფილების მიზნით. ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 1 მლრდ. იუანი საგანგებო ფონდებისთვის უჰანი და ჰუბეისთვის. კვების პროდუქტები და პირველი საჭიროების საგნები გაიგზავნა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ცხრა მლნ. ადამიანისთვის.
საწარმოები და საზოგადოება ასევე შეაქვთ თავიანთი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლაში. ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების ჩინური საწარმოებიდან იზრდება მომაკვდინებელი ვირუსის წარმოშობის მომენტიდან. საქველმოქმედო ორგანიზაციები და წითელი ჯვრის ორგანიზაცია ჰუბეის პროვინციაში საჩუქრად მიიღო 4,6 მლრდ იუანი და 5.29 მლნ. ერთეული სხვადასხვა მასალა. კორპორატიული გიგანტები (Alibaba, Fosun International Limited) აწარმოებენ შესყიდვებს საზღვარგარეთ, უჰანში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის სასწრაფოდ მიწოდებისთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია „Tencent”-მა დააყენა 11 ონლაინ–პლატფორმა, რომელიც ავრცელებს ეპიდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და სამედიცინო კონსულტაციებს. ერთი პლატფორმა სთავაზობს სამედიცინო ონლაინ–მომსახურებეს, მეორე ეხმარება საზოგადოების დამშვიდებაში.