ელჩის ქ-ნი ლი იანის სიტყვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ პრეს-კონფერენციაზე

მეგობრებო, ყველას მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობას იღებთ დღევანდელ პრეს-კონფერენციაში ახალი ტიპის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის შესახებ. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენი საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა ყურადღებისთვის და ჩინეთის პოზიტიური გაშუქებისთვის.დღეს მოგახსენებთ ჩინეთის მთავრობის მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებზე, ამჟამინდელ ეპიდსიტუაციაზე, ჩინეთის წინსვლის შესახებ ეპიდემიასთან ბრძოლაში და ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 9 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35982შემთხვევა, გამოჯანმრთელების3281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი შეადგენს23589-ს.სულ დაფიქსირებულია 399487ახლო კონტაქტის შემთხვევა,იმ ახლო კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა, როცა ჯერ კიდევ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება პირი, შეადგენს 187518-ს. კარგი ამბავი არის ის, რომ 2 თებერვლიდან დაწყებული გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ,  ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება. ამავდროულადუკვე მეოთხე დღეა, რაც არცერთახალ ქვეყანასათუ რეგიონში არ დადასტურებულა ვირუსისშემთხვევები.

ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთის მთავრობა ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს ხალხის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. ჩინეთის მთავრობამ მიიღო ყველაზე ყოვლისმომცველი და მკაცრი პრევენციის ზომები.

უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტმა სი ძინფინმა მრავალი შეხვედრა გამართა, მოისმინა მოხსენებები და მნიშვნელოვანი ინსტრუქციები გასცა. პრემიერ-მინისტრმა ლი ქციანმა დაიკავა ეპიდემიასთან ბრძოლის წამყვანი ჯგუფის ლიდერის პოზიცია დათავად იმყოფებოდა უხანში, რათა ადგილზე შეესწავლა სიტუაცია. ცენტრალური მთავრობის ხელმძღვანელობით, ჩინეთმა ჩამოაყალიბა პრევენციისა და კონტროლის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია უხანსა და ხუპეიზე და შექმნა თავდაცვითი ხაზი ერთობლივი თავდაცვისა და კონტროლისთვის. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. „ძალა ერთობაშია“ – ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ერთად ებრძვის ეპიდემიას, წესრიგმა და სტაბილურმა წინსვლამ ეფექტურად შეაფერხა ვირუსის გავრცელება.

მეორე, საკვანძო ადგილებში ეპიდემიის პრევენციული სამუშაოების ჩატარება. ქალაქ უხანში და ხუპეის პროვინციაში, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით მძიმეა, 23 იანვრიდან დაწყებული უხანში დროებით შეჩერდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, დაიკეტა უხანსა და სხვა ქალაქებს შორის მაკავშირებელი გზები, მკაცრად კონტროლდება ხუპეის პროვინციის მაცხოვრებელთა გადაადგილება. ამ ყველაფრის მიზანია ინფექციის წყაროს მკაცრი კონტროლი და შეფერხება. ამ გადამწყვეტი ზომების წყალობით, ხუპეის პროვინციის გარდა სხვა პროვინციაში ეპიდსიტუაცია არ გამწვავებულა, მთელი ქვეყნიდან სამედიცინო პერსონალი გაიგზავნა ხუპეის მხარდასაჭერად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. რეკორდული „ჩინური სისწრაფით“ 15 დღეში უხანში 2 სპეციალიზირებულიხუოშენშანის და ლეიშენშანის  2600 საწოლიანი საავადმყოფო აშენდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ისეთი საჯარო დაწესებულებების გარემონტებით, როგორიცაა სატანვარჯიშო მოედანი, აშენდა 13 პატარა საავადმყოფო მარტივი დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის. პაციენტთა მიღების შესაძლებლობა გაიზარდა 2-3-ჯერ.

მესამე, ეპიდემიის გავრცელების პრევენცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახანგრძლივდა ჩინური ახალი წლის არდადეგები, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაიწია სწავლის გაგრძელების თარიღმა, დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი, გაძლიერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ჩინეთის 31 პროვინციასა, რეგიონსა და ქალაქში დაიწყო რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება ეპიდემიაზე, პაციენტების ინტენსიური მკურნალობა, ხოლო ის პერსონალი, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, სამედიცინო შემოწმებას გადის სახლში, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების რისკი. ამავდროულად მიმდინარეობს ინფორმაციის დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის, ფართოდ გამოიყენება დიდ მონაცემთა ტექნოლოგია. მათ ვინც მოგზაურობს თვითმფრინავით ან მატარებლით, შესაძლებლობა აქვთ რეისის, ვაგონის ან სავარძლის ნომრით გადაამოწმონ, ჰქონიათ თუ არა შეხება ინფიცირებულ პირთან. ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ეპიდემიის სტატისტიკა, განვითარების ტენდენციები და ინფორმაცია პრევენციის ზომების შესახებ.მედია მაქსიმალურად ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას ეპიდემიის შესახებ და სწორ მიმართულებას აძლევს ხალხს.

მეოთხე, კვლევითი ძალისხმევის გაზრდა. ბოლო 70 წლის განმავლობაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში მიღწეული შედეგების სრული გამოყენებით, შეიქმნა ვაქცინების კვლევის ექსპერტთა ჯგუფი პათოგენების წარმატებით იდენტიფიცირებისა და ახალი ტიპის კორონავირუსის შტამის გამოყოფის მიზნით, შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა.

მეხუთე, ჩინეთი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდამსოფლიო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, მჭიდრო კომუნიკაციასინარჩუნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისოთანამეგობრობასთან,დროულადაწვდის ინფორმაციას ყველა მხარეს ეპიდემიის შესახებ და უზიარებსტექნიკურ ინფორმაციას, დროებით შეჩერებულია ჯგუფური ტურიზმი ქვეყნის გარეთ, განახლდა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი და ა.შ. ჩინეთის მიერ მიღებული ზომები ბევრადსცდება „საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების“ მოთხოვნებს,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმატედროს აბჰანომ გებრეიესუსმა ამას უწოდა „ეპიდემიაზე რეაგირებისახალი სტანდარტების დადგენა“. ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაცია მაღალ შეფასებას აძლევს და მხარს უჭერს ჩინეთის მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს და დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთიშეძლებს ეპიდემიასთან გამკლავებას.

მეექვსე, ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციასინარჩუნებსსაქართველოსსაგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვროპოლიციასთნ, სამოქალაქოავიაციის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან. ინფორმაციას აწვდის ეპიდსიტუაციისა და ჩინეთი მიერ მიღებული პრევენციული ზომების შესახებ, ეხმარება ქართულ მხარეს ყოველმხრივ გააძლიეროს პრევენციული ზომები. ჩვენი საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, მოვუწოდებთსაქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინელ მოქალაქეებს,ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსისპრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებებისფარგლებში.ორი მხარის მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის წყალობით, მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ჩინეთის მიერ ეპიდემიის აცილების მიზნით გატარებულმა ზომებმა მიიღო ქართული მხარის მხარდაჭერაც. მაშინ, როდესაც ეპიდემიის გავრცელების პირობებში, ჩინელი ერიგანიცდის ამ მძიმე პერიოდს, თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბ-მა გიორგი გახარიამ თანაგრძნობისა დამხარდაჭერის გამომხატველი წერილები გაუგზავნეს თავმჯდომარე სი ძინფინსა და პრემიერ-მინისტრ ლი ქციანს. საგარეო საქმეთა მინისტრმა,დავით ზალკალიანმა კი გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიცდაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ჩინეთისადმი.ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქართველ ხალხს მოუწოდა საქართველოში მცხოვრები ჩინელების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ.გარდა ამისა,ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ფორმით,გამოხატეს თანადგომა და რწმენა იმისა, რომ ჩინეთი ძალიან მალედაამარცხებს ამ ვირუსს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას და მედიას ეპიდემიის ფონზე შეუძლია შეინარჩუნოს ობიექტური, მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება, ხოლო ჩინეთს სრული გაგება და მხარდაჭერა გამოუცხადოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვხატავთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთის კომინუსტური პარტიის ძლიერი მმართველობით, მობილიზაციის ძლიერი უნარით, ჩინურისისტემისათვის დამახასიათებელი უპირატესობების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული დიდი გამოცდილების, დაარსებიდან 70 წლისგანმავლობაში დაგროვილი მეცნიერეული უნარებისა და რესურსებისსაფუძველზე, ჩინელი ერის საერთო ძალისხმევით, ქართველიმეგობრებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით,ჩვენგვაქვს რწმენა და უნარი, მაქსიმალურად სწრაფადდავამარცხოთ ეპიდემია.

ეს იყო ის ძირითადი, რისი თქმაც დღეს მინდოდა. დიდ მადლობა ყველას.

ახლა კი ვუსმენ თქვენს კითხვებს.

  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ცოტა ხნის წინ, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ეპიდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა. რას ფიქრობს ამაზე ჩინური მხარე?

ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციასინარჩუნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები იმყოფებოდნენ უხანში, რათა ადგილზე შეესწავლათ სიტუაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბ-ნი ტედროსი რამდენიმე დღის წინ ეწვია ჩინეთს და ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალა ჩინურ მხარესთან,სრული აღიარება გამოუცხადა ჩინეთის მიერ განხორციელებულ სამუშაოებსდა ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციის მხრივ გაწეული ღვაწლისათვის მაღალი შეფასება მისცა მას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგენერალურმა დირექტორმა ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა ნათლადაღნიშნა, რომ ეპიდემიის საგანგებო სიტუაციად გამოცხადება არნიშნავდა ჩინეთისადმი უნდობლობას, პირიქით სრულებით დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთიშეძლებს ეპიდემიასთან გამკლავებას. რომ არა ჩინეთის მთავრობის ძალისხმევა, ბევრად მეტი იქნებოდა ჩინეთის გარეთ ინფიცირების შემთხვევები და ამავდროულად იქნებოდა გარდაცვალების შემთხვევებიც. მან აღნიშნა, რომ ეპიდემიის საგანგებო სიტუაციად გამოცხადება ნიშნავდა შეშფოთებას, რომ სუსტიჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები არ იქნებოდნენ მზადეპიდემიასთან საბრძოლველად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეპიდემიის საგანგებო სიტუაციად გამოცხადება მიღებული პრაქტიკაა და საჭირო არ არის ზედმეტი ინტერპრეტაცია. მისი ფუნდამენტური დანიშნულებაა უფრო მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება და ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, განსაკუთრებით კი სუსტიჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებისთვის საჭირო დახმარების გაწევა.

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო უმკაცრესი პრევენციული ზომები. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს ჩინეთის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და ასევე საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით, ჩინეთთან ერთად იმუშავებს ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და შეინარჩუნებენ ადგილობრივ და მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებას.

  • ზოგიერთმა ქვეყანამ ჩინეთს სავაჭრო და სამგზავრო შეზღუდვები დაუწესა. რას ფიქრობთ ამაზე?

გენერალურმა დირექტორმატედროსმა ცხადყო, რომ ამ მომენტში არ არის აუცილებელი ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ხელს შეუშლის საერთაშორისო მოგზაურობასა და ვაჭრობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ტურიზმის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში შეზღუდვების დაწესებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახელმწიფოს მიერ ჩინეთისადმი მიღებული ზომები ზღვარს გასცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა აღნიშნულ ქვეყანას პასუხი მოსთხოვოს.

როგორც აღნიშნეთ, ზოგიერთმა ქვეყანამუგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მაინც მიიღო უმაღლესი შემზღუდველი ზომები. მიგვაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე. იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი ქვეყანა მშვიდად, რაციონალურად და ობიექტურად შეაფასებს ეპიდემიის მდგომარეობას, პატივს სცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტულ რეკომენდაციებს და თავიდან ავიცილებთ ზედმეტ რექციებს.

  • რამდენად დიდია ეპიდემიის საქართველოში გავრცელების რისკი? როგორია ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მხრივ? რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებზე?

ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთმა დიდი პასუხისმგებლობით გამოიჩინა საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა. მაშინვე შეატყობინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეპიდსიტუაციის შესახებ, გაუზიარა ტექნიკური ინფორმაცია და შტამების ნაწილის სრული გენომის სექვენირება. ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ შემცირდა ეპიდემიის გავრცელების სიჩქარე. ეს ინფორმაცია ცხადყოფს, რომ შესაძლებელია ეპიდემიის თავიდან აცილება, მისი კონტროლი და ვირუსისგან განკურნება. ჩინეთი მუდმივად აწვდის ინფორმაციას ქართულ მხარეს,  პოზიტიური პროგრესისა და მთელი რიგი ზომების შესახებ, რომელიც ჩინეთმა მიიღო ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლისთვის. ეპიდემიის განვითარების ფონზე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები, როგორიცაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ა.შ.  გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს.

ქართველ ხალხს რაციონალური დამოკიდებულება აქვს ეპიდემიის მიმართ და თანაგრძნობას გამოხატავს ჩინეთისადმი. ზოგიერთმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ დახმარების ხელიც გაუწოდა ჩინეთს. თუმცა ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მცდარი და არამეგობრული განცხადებები ეპიდემიისა და ჩინეთის წინააღმდეგ.საქართველოს მეინსტრიმული მედიის პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის წყალობით, მათ შორის მათი, ვინც დღეს აქ იმყოფება, ეს ჭორები შემცირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ხალხი არ დაიჯერებს ამ ჭორებს. ჭორები და მცდარი ინფორმაცია უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი. ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსოფლიოს ხალხი ლხინსა და ჭირში ერთად მდგომი საერთო ბედის საზოგადოებაა. ეპიდემია ყველა მხარის საერთო ძალისხმევას მოითხოვს. ეპიდემიის კონტროლი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს თითოეული ქვეყნის მოსახლეობა ობიექტურად და მშვიდად შეხედავს ეპიდსიტუაციას, შეინარჩუნებს კომუნიკაციას,  გააძლიერებს კოორდინაციას, ერთად შეებრძოლება ეპიდემიას და მნიშვნელოვან წვლილსშეიტანს მსოფლიო ჯანდაცვაში.

გარდა ამისა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააუქმებს ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლის და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელიწინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას.

  • ექნება თუ არა უარყოფითი გავლენა აღნიშნულ ეპიდემიურ სიტუაციას ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ჩინეთ-საქართველოს შორის პრაგმატულ თანამშრომლობაზე?

ეკონომიკა არის ვირუსის პრევენციისა და კონტროლის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა.ეპიდსიტუაციამ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დიდ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე.ჩინეთს ძლიერი ეკონომიკა აქვს, მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და მისი განვითარების სიმტკიცე არ უნდა უგულებელვყოთ. 2003 წელს სარსის ეპიდემია 8 თვე გაგრძელდა, ამავე წელს ჩინეთის მშპ გაიზარდა 10%-ით. ეპიდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმადირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ როგორც აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთის ეკონომიკა სიმტკიცეს შეინარჩუნებს. საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

ეპიდემიამ გარკვეული უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ჩინეთ-საქართველოს შორის მიმოსვლაზე, ვიზიტებსა და იმპორტ-ექსპორტზე და შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მიმდინარე მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპზე.ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომუმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, რომ ყურადღებით გადახედოს უკვე მიღებულ დროებით შემზღუდველ ზომებს, იმ ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიამ ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის.

  • არიან თუ არა უსაფრთხოდ ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და აქვთ თუ არა მათ დროულად სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა?

ჩინეთის მთავრობა ყოველთვის ზრუნავს ჩინეთში მყოფი უცხო ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მზადაა საერთაშორისო პრაქტიკის და ეპიდემიის განვითარების შესაბამისად, საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მათ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ჩამოაყალიბა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი, რათა მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნოს ჩინეთᲨი არსებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და საკონსულოებთან, დროულად მიაწოდოს მათ ინფორმაცია ეპიდემიასთან და ჩინეთის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით. ეროვნული საიმიგრაციო ბიურო და ადგილობრივი ხელისუფლება ჩინეთში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობენ უცხოენოვან მომსახურებას, ცხელი ხაზისა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით დროულად პასუხობენ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს. უზრუნველყოფილია ჩინეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვეული ცხოვრება. 

ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში მცხოვრებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჩინეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მათ შესაბამისი დახმარებაც გაუწია. საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ კი ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და სჯერათ, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება. ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან ჩინეთში და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *