„საუკეთესო კულტურული ქალაქი“- თბილისი LCD Berlin Awards

„საუკეთესო კულტურული ქალაქი“- თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია  

ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. LCD Berlin Awards  გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასწია.  ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა.

თბილისის კონკურენტები მსოფლიოში  ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ.

LCD Awards-ის  დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.   

LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს. 

LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც  The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს  ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ. 

სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *