სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო კომისიის დასკვნით სხდომაზე
2020 წლის 11 მაისი პატივცემულო შეხვედრის მონაწილეებო!
ბოლო ორი თვე არ იყო იოლი ჩვენი ქვეყნისთვის. კრიზისი ჯერ კიდევ არ გადალახულა. მაგრამ პანდემიის პიკი ჩვენ უკვე გადავლახეთ. საგანგებო მდგომარეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. მიღებული და განხორციელებულია ყაზახების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი შემოსავლებისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართული დაახლოებით 500 გადაწყვეტილება.
ახლა საგანგებო მდგომარეობის უზრუნველყოფის კომისია ეკონომიკური ზრდის აღდგენის სახელმწიფო კომისიად გარდაიქმნება.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა დღეს დასრულდა. თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია. კორონავირუსის ეპიდემია არ გამქრალა. პანდემია კვლავაც ემუქრება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ამიტომ, საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა განხორციელდება თითოეულ მათგანში სიტუაციის გაუმჯობესების მიხედვით.
არსებობს ვირუსის მეორე ტალღის რისკი. ამიტომ, ჩვენი კეთილდღეობა კვლავაც დამოკიდებულია ჩვენს პასუხისმგებლობაზე. მთავრობა მოამზადებს გადაუდებელი მოქმედებების დეტალურ გეგმას, ეპიდემიის რეციდივის შემთხვევისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემიმი თითებით, ხორციელდება ანტიკრიზისული ზომების ორი პაკეტი. 4,5 მილიონზე მეტი ყაზახი იღებს დახმარებას 42500 ტენგეს (100 დოლარი) ოდენობით. 1 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს სასურსათო-საყოფაცხოვრებო პაკეტებს. შემცირებულია კომუნალური ტარიფები. ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეები მიიღებენ დამატებით დახმარებას მათი გადახდისთვის.
თითქმის ორ მილიონ მსესხებელს მიეცათ სესხების გადავადების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო ხელმისაწვდომი დაკრედიტებისთვის, საგაზაფხულო-საველე მუშაობისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისთვის.
700 ათასზე მეტი კომპანიისთვის და მეწარმისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება საშუალებას მისცემს მათ დაზოგონ დაახლოებით 1 ტრილიონი ტენგე.
პანდემიის სწრაფად გავრცელებამ უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკურ ვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენმი ვიღეთ რიგი ოპერატიული და დროული ზომები.
კორონავირუსის პანდემია გახდა მიზეზი გლობალური რეცესიის დაწყებისა. როგორც ჩანს, ამან შეიძლება მიგვიყვანოს გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისამდე. ყველგან მიმდინარეობს პროტექციონიზმის გაძლიერება. ჩამოიშალა ეკონომიკის მთელი დარგები. 400 მილიონზე მეტი საწარმო გაკოტრების პირას აღმოჩნდა. პლანეტის შრომის უნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეუმცირდა შემოსავლები. მთლიანობაში, ექსპერტები პროგნოზირებენ გლობალური ეკონომიკის ყველაზე დიდ შემცირებასას წლეულის განმავლობაში.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პრიორიტეტების წესრიგს კრიზისის პირობებში და პოსტკრიზისული განვითარების პროცესში.
პირველ რიგში – ეს არის ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება. განათლებისა და მეცნიერების სისტემის სრულყოფა. უახლოეს მომავალში აუცილებელია შემდეგი მეტად აქტუალური ამოცანების მოგვარება.
პირველი. ყაზახეთის ეკონომიკის თვითკმარობის ამაღლება. ამისათვის უნდა განვითარდეს ახალი გადალაგებები ინდუსტრიაში არსებული მძლავრი ნედლეულის ბაზის საფუძველზე. ჩვენ მოგვიწევს ახლებურად შევხედოთ ყაზახეთის ეკონომიკის მომავალ სტრუქტურას. განვსაზღვროთ როლი მისი თითოეული მთავარი სექტორისა: სამრეწველო, ენერგეტიკული, სოფლის მეურნეობის, მომსახურების. სხვასიტყვებით, აუცილებელია სასწრაფო დაიგოს ეკონომიკის ახალი სტრუქტურა.
ცხადია, მნიშვნელოვან რეფორმებს მოითხოვს ენერგეტიკული სექტორი. კრიზისის შემდეგის აღარიქნება ადრინდელი. საშუალოვადიან პერიოდში, გეზი „მწვანე ენერგიისკენ“ – აუცილებელი მოთხოვნილებაა.
ასევე მოითხოვს გადახედვას ჩვენი მიდგომა ინდუსტრიალიზაციისადმი – უნდა განვსაზღვროთ რეალური შესაძლებლობები ექსპორტისა და შიდ აბაზრებზე, დავსახოთ მიღწევადი მიზნები, ინსტრუმენტები დავიაროთ წინ.
სახელმწიფო შესყიდვებისა და კვაზი-სახელმწიფო სექტორის შესყიდვების მართებულად გამოყენება უნდა განვიხილოთ ეკონომიკური აქტიურობის აღდგენის საშუალებად. სახელმწიფო შესყიდვების განსაკუთრებული წესი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი საქონელმწარმოებლთა მხარდასაჭერად, მიმდინარე წლის აგვისტომდე გაგრძელდება.
სამამულო მასალებისა და აღჭურვილობის მაქსიმალური გამოყენება დაფიქსირდება ბიზნესის განვითარების პრიორიტეტულ პირობად.ინფრასტრუქტურული პროგრამებით, მოგვიწევს ლოკალიზაციის მიმდინარე დონის ამაღლება 40-დან 60-70% -მდე. მთავრობის, აკიმებისა და კვაზი-სახელმწიფო სექტორის კომპანიების ხელმძღვანელთა მუშაობის შეფასება ძირითადად ამ მაჩვენებელზე იქნება დაფუძნებული.
მიმდინარე ვითარებამ ნათლად დაადასტურა ცნობილი ჭეშმარიტება: სასურსათო უსაფრთხოება არის მთლიანობაში სახელმწიფოს უსაფრთხოების ძირითადი ელემენტი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ფერმერების მაქსიმალურ მხარდაჭერას. უკვე განხორციელებული ფორვარდული შესყიდვების გარდა, ფინანსირების მექანიზმები გაფართოვდება ოფთეიქ-კონტრაქტებისა და „ყაზაგროს“ კრედიტებზე დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შემოღებით.
ყაზახეთში და ახლოებით 1 მილიონ 700 ათასი საკუთარი დამხმარე მეურნეობაა. მაგრამ, მათი პროდუქცია ოფიციალურად არ იყიდება სავაჭრო ობიექტებში და არმი ეწოდება გადამამუშავებელ საწარმოებს. სახელმწიფო მათ განარიღებს გადასახადებს; ასეთ მეურნეობებში დასაქმებულები პრაქტიკულად არარიან სოციალურად დაცულნი.
ვავალებ მთავრობას, მეწარმეთა ეროვნული პალატა „ატამეკენთან“ ერთად, რამდენიმე რეგიონშია ამოქმედონ საპილოტე პროექტი სოფელში კოოპერატიული ჯაჭვის „ველიდან დახლამდე“ განვითარებისთვის. შემდეგ შეიძლება პროექტის მასშტაბირების დაწყებადა 2021 წლის პიველი ნახევრის ბოლოსთვის შემუშავდეს სრულფასოვანი პროგრამა.
მეორე. დაახლოებით 1 ტრილიონი ტენგე გამოიყოფა „დასაქმების გზამკვლევის“ განსახორციელებლად. ეს მნიშვნელოვანი თანხაა. იგი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე ბიზნესის დაკრედიტებისთვის. ამასთან დაკავშირებით, უნდა აშენდეს და მოდერნიზირდეს სკოლები, საავადმყოფოები დასხვაობიექტები.
მესამე.ეკონომიკური განვითარების, დასაქმების ზრდის ძლიერ სტიმულად და სოციალური მხარდაჭერის ფაქტორად უნდა იქცეს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მშენებლობა. ელბასისმიერ
ინიცირებულმა პროგრამამ „7-20-25“დიდი იმპულსი მისცა იპოთეკურ დაკრედიტებასა და საცხოვრებლის მშენებლობას.
რიგში მყოფთა საკითხების გადასაჭრელად, ვავალებ, ამოქმედდეს ახალი პროექტი„5-10-20“ საკრედიტო საცხოვრებლი თუ ზრუნველყოფისთვის. ამ მიზნებისათვის, ანტიკრიზისული სახსრების ფარგლებში, ჩვენ მივმართავთ 390 მილიარდ ტენგეს. წელს ქვეყანაში დაგეგმილია მშენებლობის რეკორდული მოცულობა – 15 მილიონი კვ.მეტრი, ანუ 150 ათასი ბინა და სახლი.
მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ფაქტობრივად, ეს არის მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება. ამისათვის ჩვენ მოგვიწევს ინსტიტუციურის ტრუქტურის მოდერნიზაცია. წლის ბოლომდე მთავრობამ უნდა შექმნასსს „ЖССБК“- ის(„Жилстройсбербанк Казахстана“)საფუძველზე განვითარებისა დამხარდაჭერის სრულფასოვანი ინსტიტუტი – „ოტბასიბანკი“, რომელიც ცენტრალიზებულად განახორციელებს აღრიცხვას, ჩაყენებას და საცხოვრებლის განაწილებას.
ამ სფეროში სისტემური გარდაქმნების გაგრძელება იქნება ჩვენი მოქალაქეების მიერ საპენსიო დანაზოგების ნაწილის გამოყენება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.
მეოთხე.მიმაჩნია, რომ სოციალური სამართლიანობის დასამყარებლად, ხელფასებისა და შემოსავლის სხვა სახეობებთან მიმართებაში ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სკალის შემოღების საკითხის შესამუშავებლად. პროგრესული მასშტაბის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დაბალი ხელფასის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან იმაზე ნაკლებს, ვიდრე დღეს, ხოლო მაღალ ანაზღაურებად მუშაკთათვის გადასახადი გაიზრდება.
მოსახლეობის შემოსავლების შემცირების პირობებში, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგი, რათა არ დავუშვათ მოქალაქეების ვალის ტვირთის ზრდა.
მეხუთე. ეროვნული ბიზნესის მხარდაჭერა. მოთხოვნის ვარდნის, აქტივების საბაზრო ღირებულების და გირაოს შემცირების პირობებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ფონდ „დამუს“კრედიტების გარანტიის ინსტრუმენტის გამოყენება. ფონდის გარანტიები გავრცელდება ეროვნული ბანკის საბრუნავი სახსრების და კრედიტების პროგრამით გაცემულ სესხებზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მიკრო დამცირე მეწარმეობა. მათი შესაძლებლობები, სრულყოფილად გამოიყენონ სტანდარტული საბანკო პროდუქტები, ძალზე შეზღუდულია. რასთან დაკავშირებითაც, ვავალებ, გათვალისწინებული ქნას სპეციალური ზომები მცირე ბიზნესისთვის პროგრამა „ბიზნესის გზამკვლევის“ ფარგლებში. მთავრობამდა „ატამეკენმა“ უნდა განსაზღვრონ დაფინანსების მოცულობა მოცემული მიმართულებისთვის.
ბიზნესის მხარდაჭერის კიდევ ერთი ზომა იქნება იმ ინდუსტრიების ჩამონათვალის გაფართოება, რომელთაც ბანკები და სხვა ფინანსური ორგანიზაციების თავაზობენ საკრედიტო გადასახადების გადავადებას. მასში ჩართული უნდაიყოს ვაჭრობა, დამამუშავებელი წარმოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, განსახლება დაკვება, ინფორმაცია და კავშირ გაბმულობა, განათლება და ჯანდაცვა.
წარმოებაზე ორიენტირებული დივერსიფიცირებული ეკონომიკის შექმნარჩება ჩვენს პრიორიტეტად. ამ სექტორში გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად, საჭიროა ყაზახეთის განვითარების ბანკის დამატებითი კაპიტალიზაციის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების ფარგლებში შეგროვილი სახსრების ხარჯზე, შეიძლება შეიქმნას სამრეწველო განვითარების ფონდი. მისი საქმიანობა მიმართული იქნება დამამუშავებელი საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი დაკრედიტების უზრუნველყოფაზე არა უმეტეს 3 პროცენტით.
მეექვსე. უცხოური კაპიტალის თვის გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, უნდა გადავიდეთ უშუალო მუშაობა ზე თითოეულ კაპიტალის მფლობელთან. მოგვიწევს თითოეული ინვესტორისთვის მხარდაჭერის ინდივიდუალური პრიორიტეტულობისა და მთლიანად ეკონომიკაზე პოტენციური ეფექტის საფუძველზე.
ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს ფარგლებში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მთლიანი საინვესტიციო კანონმდებლობის სტაბილურობის რეჟიმი პრიორიტეტულ სექტორებში სტრატეგიული ინვესტორებისთვის.
მოგვიწევს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი „ასტანას“ პოტენციალის გამოყენების აქტივიზაცია ინვესტიციების მოსაზიდად და საფონდო ბაზრის განვითარებისთვის. მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საგარეო წარმომადგენლობებმა უნდაგა აძლიერონ საერთაშორისო ფინანსური ცენტრი „ასტანას“ საინვესტიციო საგადასახადო რეზიდენტურის პროგრამის გავრცელება.
ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს ახალს ტრატეგიაზე 2025 წლამდე. მიმდინარე რთულ პირობებში მთავარ როლს იძენს ინვესტორების, ბიზნესის ნდობა ეროვნული ვალუტის, ფულადი-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ.
მეშვიდე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვერ შევძლებთ შევინრჩუნოთ ყველა საწარმო და ყველა სამუშაო ადგილი, უზრუნველვყოთ თითოეული ბიზნესის სტაბილურობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნორმატიულ დონეზე ვაღიაროთ საგანგებო მდგომარეობის შემოღება, როგორც ფორსმაჟორული გარემოება ეკონომიკის იმ სექტორებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საგანგებო მდგომარეობის შემოღებით.
ამასთან,ინდივიდუალური მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა სასამართლოში მიმართვისას, საგანგებო მდგომარეობა უნდა აღიარებულ იქნას, როგორც ფორსმაჟორულიგ არემოება.
ასევე მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში არსებული მეწარმეების ეკონომიკური აქტიურობის შენარჩუნება, პირადი საკუთრებისა და კონკურენციის დაცვა. არა კეთილსინდისიერი კრედიტორების მხრიდან ზეწოლის არ დაშვების მიზნით, ვავალებ, შეჩერდეს იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ გაკოტრების პროცედურის აღძვრა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე.
შემდეგ. წინაკ რიზისების შედეგად, ბანკების ბალანსზე დაგროვდა უმოქმედო აქტივების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც გამორიცხულია ეკონომიკური ბრუნვიდან. საბანკო სტრუქტურებმა უნდა შეიმუშაონ საგნობრივი გეგმები უმოქმედო აქტივების რეალიზაციისთვის, ამავდროულად გაამყარონ ბანკების პასუხისმგებელი პერსონალის კონტროლი და შეფასება.
ძვირფასო კოლეგებო!
მიმდინარე კრიზის მააჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სფეროს საკითხები: მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა. ჩვენ გვჭირდება ძირეული გარდასახვები, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამედიცინო დაწესებულებების სრულყოფილი ტექნოლოგიური გადაიარაღება, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციების ამაღლება.
საჭიროა სისტემის ადაპტირება ნებისმიერი ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის. უნდა შეიქმნას მიდგომები მოსახლეობის ინფექციური კონტროლისთვის, ტელემედიცინისა და დისტანციური დიაგნოსტიკის დანერგვისთვის. მოგვიწევს ეროვნული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რადიკალურად გაძლიერება.
როგორც ჩანს, COVID-19 და მისი მსგავსი ვირუსები არ წარმოადგენენ ერთჯერად შემთხვევებს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ მეცნიერული თვალსაზრისითაც. მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ბიოლოგიური უსაფრთხოების საბჭო ავტორიტეტული მეცნიერებისა და ექსპერტების ჩართულობით.
განათლება უნდა გახდეს გაცილებით მოქნილი, უნდა შეიქმნას პროტოკოლები და მეთოდები ბავშვებისა დას ტუდენტების დისტანციურად სწავლებისთვის, უნდა დასრულდეს ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების რეალური ციფროვიზაცია. აუცილებელია ფორსირებულად დაინერგოს თანამედროვე დისტანციური ტექნოლოგიები. მოგვიწევს საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის გადახედვა, გავხადოთ ისინი ხელმისაწვდომი და ინტერაქტიული.
თავად მასწავლებლების გადამზადება უნდა განხორციელდეს ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ქვეყნის სტრატეგიული გეგმის უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახდება სახელმწიფო მართვის სისტემის გარდასახვა. ჩვენგ ვჭირდება განახლებული, ეფექტური და კომპაქტური სახელმწიფო აპარატი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად მიიღებს გადაწყვეტილებებს სიტუაციის ცვალებადობის მიხედვით.
გაგრძელდება სახელმწიფო განვითარების ინსტიტუტების რეფორმა. აუცილებელია ელექტრონული მთავრობის კონცეფციის არსის გადახედვა, სრულად მოხდეს ონლაინ ოპერაციის რეჟიმზე კონსულტაციების, ცნობების მიღების, განაცხადების შეტანის გადაყვანა, ხოლო „egov“ის ენა გახდეს მარტივი და გასაგები მოსახლეობისთვის.
ურთიერთობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მთლიანად გადავა ციფრულ ფორმატზე და გახდება უკონტაქტო. ამისათვის დასრულდება საჯარო მომსახურებების მიღების და მხარდაჭერის ზომების მთელი პროცესის აციფრება. მნიშვნელოვანია ახალი იმპულსის მიცემა ეკონომიკისა და საზოგადოების ციფროვიზაციის ყველა პროცესისთვის.
.