ჩაის წარმოების ახალი პერსპექტივები საქართველოსა და აზერბაიჯანში/ჩაის საერთაშორისო დღე

21 მაისი, 2020, რომი, იტალია – ჩაის მწარმოებლებს საქართველოსა და აზერბაიჯანშიაქვთ პერსპექტივა, შექმნან და დაიკავონ საინტერესო ნიშა ჩაის საერთაშორისო ბაზრებზე და  მოხმარებელს მაღალი ხარისხის ორგანული, მწვანე და განსხვავებული ჩაის სახეობებიშესთავაზონ – მსგავსი განცხადებები გაკეთდა FAO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიცჩაის საერთაშორისო დღესთანდაკავშირებით ონლაინ ჩატარდა.

ჩაის ექსპერტებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩაის მრეწველობის  ისტორიაზე ისაუბრეს,რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება. 1980-იანი წლებისთვის ეს ორი ქვეყანა ამარაგებდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ჩაის უდიდესი ნაწილით.ოდესღაც წარმატებული ჩაის წარმოება მკვეთრად დაეცა საბჭოთა სისტემის დაშლის შემდგომ წლებში. ამჟამად,ამ ორი ქვეყნისმთლიანი წარმოება არ აღემატება 1980-იანი წლების წარმოების ორ პროცენტსაც კი. ამავდროულად ქართველი და აზერბაიჯანელი მომხმარებელი ძირითადად იმპორტულ, იაფფასიან ჩაისირჩევს.

გასულ წლებში,ჩაის სექტორის ასაღორძინებლადორივე ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯებიგადაიდგა,ამჟამად უკვე ყურადღება ექცევა ჩაის წარმოების გარემოს და ნატურალურ პროდუქციას. როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, სწორი მხარდაჭერის შემთხვევაში, რაც გულისხმობს საჯარო და კერძო ინვესტირებას და ტექნოლოგიის გაზიარებას, ჩაის წარმოება საქართველოში და აზერბაიჯანში შესაძლოა აღდგეს.

ველიდან ჭიქაში

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ჩაის ონლაინ დეგუსტაციას, ჩაის ექსპერტი, ჯონ სნელიუძღვებოდა.

როგორც მან განაცხადა, „ჩაის ბუჩქი საუკუნეზე მეტხანს ცოცხლობს, კარგი მზრუნველობის შედეგად, მისი დაბრუნება წარმოებაში სავსებით შესაძლებელია, რისი მცდელობაცამჟამად არის საქართველოსადა აზერბაიჯანში“.

„ორივე ქვეყანაში დარგულია ჩაის ახალი პლანტაციები და უკვე იწარმოება განუმეორებელი ჩაის ფოთლები. ეს ჩვენ გვაბრუნებს ჩინელი აგრონომის, ლაო ჯინ ჯაოს დროში.მისმანაწარმოებმა ქართულმა ჩაიმ  პარიზის გამოფენის ოქროს მედალიმოიპოვა 1900 წელს“, – დაამატა სნელმა.

FAO-მ ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკთან (EBRD) ერთად,საქართველოსა და აზერბაიჯანშიჩაის სექტორიშეისწავლა, იმისთვის რომ პოტენციური ინვესტორებისთვის ჩაის წარმოების პერსპექტივებისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მოკვლევამ სექტორის შესახებ ნათელი სურათი წარმოადგინა, რაც მოიცავს მოხმარების, წარმოებისა და ვაჭრობის ტენდენციებს. ასევე განისაზღვრა ჩაის სფეროში არსებული პოლიტიკა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით.

ნაშრომი, რომელიც მალე გამოქვეყნდება,მოიცავსრეკომენდაციებს ორივე ქვეყანაში ჩაის წარმოების გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისთვისსაჭირო პროცედურებს ველსა და ქარხნებში.

ცნობიერების ამაღლება

ჯონ სნელის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში სათესლე მასალით გამოყვანილი ჩაის ბუჩქების მარაგი საკმარისიახარისხიანი ჩაის წარმოებისთვის. ექვსთვიანი ძილის პერიოდიჩაის ბუჩქითვის საკმარისია შესანიშნავი პირველადიდა მეორადი ყლორტების დამოსაღებაად. ამ მხრივ, საქართველო და აზერბაიჯანი არ ჩამორჩებიან ინდოეთის ცნობილ დარჯილინგის რეგიონს.

ხანგრძლივი დასვენების პერიოდი, ქვეყნების დაბალ ტენიანობასთან ერთად, იცავს ბუჩქს პარაზიტებისგან, რაცსაშუალებას  აძლევს მეჩაიეებს აწარმოონ ორგანული ჩაი და ნაკლებად ინერვიულონ პესტიციდების ნადებზე.

FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მოჰამედ მანსურიმ აღნიშნა, რომ ეს შესწავლა მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვისკენ.

„ჩაის ხარისხის ამაღლება, წარმოების ფასის კლებასთან ერთად, ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უფრო კონკურენტუნარიანს გახდის სამშობლოშიც და ქვეყნების გარეთაც. ასევე შეიძლება შეიქმნას საინტერესო პერსპექტივები მცირე ზომის ჩაის მეწარმეებისთვის და გაიხსნას გზა ახალ, მომგებიან ბაზრებზე“, აღნიშნა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *