დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება

2020 წლის 11 ივნისს ტელევიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელსაც  უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი. მინისტერიალში  მონაწილეობას მიიღებენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  დავით ზალკალიანი.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *