გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი ზრდის ფერმერების შემოსავლებს
„გეოგრაფიული აღნიშვნები (Geographical Indications GIs) არის სამარკო ნიშანი, რომელიც გამოხატავს, ამა თუ იმ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მასთან დაკავშირებულ ხარისხსა და რეპუტაციას. გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ე.წ სავაჭრო ნიშანს, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებასა და წეს-ჩვეულებებს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელშეკრულების თანახმად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.”
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული პრესრელიზი და სურათები. ასევე, ვიდეომასალის ნახვა შესაძლებელია FAO-ს ოფიციალური Facebook გვერდზე:
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!