მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა თელავის მუნიციპალიტეტში
25 ივნისს #მერებისნშეთანხმებისხელმომწერი თელავის მუნიციპალიტეტის სოფ.იყალთოს საბავშვო ბაღში აღინიშნა მდგრადი ენერგეტიკის დღე. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო.
ელჩმა მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერსა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის წარმატება- ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდო 2020-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მე-3 საპრიზო ადგილის მოპოვება.
სამუშაოების მონახულების შემდეგ გაიმართა მედია ბრიფინგი, რომელზეც ბ-მა კარლ ჰარცელმა, თელავის მერმა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და გასცეს პასუხები ჟურნალისტების შეკითხვებს.აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ევროპული მგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში (#EUSEW2020)

