მდგრადი ენერგეტიკის დღე გურჯაანის მუნიციპალიტეტში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გაგაცნობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგოეფექტურობის ამაღლების, CO2 ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებების ამსახველი
მოწყობილობების ფოტო-ალბომს.
�გურჯაანის მუნიციპალიტეტმა “მერების შეთანხმებაზე” ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ენერგოეფექტურობისკენ.
�რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გურჯაანის გარკვეულ ნაწილში შეიცვალა გარე განათების ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით.
�სოფელ ახაშენში, 2019 წელს ახალი ამბულატორია აშენდა, სადაც გათბობა მზის სისტემაზე მოეწყო.
�აღსანიშნავია სოფელ ბაკურციხეში არსებული ნამჯის სახლი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა ააშენა.
�აქვე გაგაცნობთ გურჯაანელ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც გართობის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის აქტიურად იყენებენ ველოსიპედებს, სკეიტბორდებსა და ჰოვერბორდებს.
��ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროების პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის. ენერგეტიკის დღეების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.