COVID-19-ის მდგომარეობა ყაზახეთში კონტროლს ექვემდებარება
COVID-19-ის მდგომარეობა ყაზახეთში კონტროლს ექვემდებარება მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული გარკვეული პროგრესისა, გლობალური გამოცდილების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება. ბევრ ქვეყანაში კვლავ იზრდება ახალი , დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, ესპანეთის და გერმანიის ჩათვლით, საკარანტინო ზომები კვლავ მიიღო.
ყაზახეთის მთავრობა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ქვეყანას თავის დამშვიდების წინაპირობა არ ჰქონდა. ქვეყანა, სწორედაც რომ რთულ პერიოდს გადის. ამავდროულად, ვრცელდება გაზვიადებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, სულ ახლახანს საერთაშორისო მედიამ ყაზახეთი, იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც კოვიდ-19 შემთხვევების უსწრაფესად მატების ტენდენციით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, აღნიშნულმა საზოგადოებასა და მედიაში , ყაზახეთში არსებულ , ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება და გაუგებრობა გამოიწვია. ყაზახეთში ნამდვილად შეინიშნება ახალი შემთხვევების რიცხვის მატება.
თუმცა, გასათვალისწინებელია გარკვეული გარემოებები. პირველი, ივლისის დასაწყისიდან, დაავადების გავრცელების ზოგად სტატისტიკას, კოვიდ-19 უსიმპტომო შემთხვევები დაემატა, რამაც ინფექციის გავრცელების რიცხვის სწრაფი ზრდა გამოიწვია. მეორე, ყაზახეთმა ტესტირების ჩატარების რაოდენობაც გაზარდა. ამ დრომდე, დაავადებაზე 1,6 მლნ ადამიანია შემოწმებული. ამჟამად, ქვეყანა ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 90 000 ტესტირებას ატარებს ( რაც დღიურად თითქმის 14 000 უდრის), რაც საფრანგეთის, გერმანიის, კანადისა და სხვა ქვეყნების მონაცემებს აღემატება. მოსახლეობის ტესტირების მიხედვით, ყაზახეთი მსოფლიოში 19-ე ადგილს იკავებს. ეს კი, ბუნებრივია, დადასტურებული შემთხვევების რიცხვს ზრდის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ამჟამად ყაზახეთში კოვიდ-19-ის 50 000 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორისაა 25 000-ზე მეტისიმპტომური და 23 000-ზე მეტი უსიმპტომო შემთხვევა. დღიურად, დაახლოებით 1400 შემთხვევა რეგისტრირდება და ზრდის პროცენტულობა 0,3% შეადგენს. აღნიშნული რაოდენობის ნახევარზე მეტი სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობას განაგრძობს. გარდაცვლილია 260 ადამიანი.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ივნისში 1.3 შეადგენდა. გასულ კვირას მაჩვენებელი 1.05-მდე შემცირდა. აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19 გავრცელების მაჩვენებლით, ყაზახეთი მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,5% უდრის, ამერიკის შეერთებული შტატების – 4.4%-სა და რუსეთის 1,5% შედარებით. გარდა ამისა, 1 მლნ მოსახლეზე, დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, ყაზახეთი მსოფლიოში 54-ე, ხოლო სიკვდილიანობის კუთხით კი 113-ე ადგილს იკავებს. და ბოლოს, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყაზახეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლს ექვემდებარება. ივნისში შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, მთავრობამ, პანდემიასთან დროულად საბრძოლველად საჭირო ზომები მიიღო, მეორე კარანტინის ჩათვლით. მარტის შუა რიცხვებისდან მაისის შუა რიცხვებამდე გამოცხადებულმა იზოლაციამ აჩვენა , რომ საკარანტინო ზომები სწორედაც რომ ეფექტურია. ამ პერიოდში, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი შემცირდა. ორ კვირიანი კარანტინის პერიოდმა მდგომარეობა , წესით, უნდა დაასტაბილუროს. გარდა ამისა, ნურ-სულთანს, ალმატს და შიმქენთში, ინფექციურ დაავადებებზე ორიენტირებული , სამი საავადმყოფო აშენდა.
სხვა რეგიონში არსებული კლინიკები კი საჭირო აღჭურვილობის მომარაგდა. ორ კვირიანი კარანტინი ივლისის 5-19 -მდე გაგრძელდება.

საკარანტინო ზომები სოციალურ და ოჯახურ შეკრებას, ასევე ქუჩაში სამზე მეტი ადამიანის თვშეყრას კრძალავს.დაიხურა დაწესებულებები, სილამაზის სალონების და საპარიკმახეროების ჩათვლით, ასევე მუშაობა შეწყვიტა ყველა სახის შიდა სპორტულმა ცენტრებმა, პლაჟებმა,კულტურულმა და გასართობმა ადგილებმა, რელიგიურმადაწესებულებებმა, საბავშვო ბაღებმა და ბავშვთა ჯანმრთელობის ბანაკებმა. უწინდელის მსგავსად, საჯარო სამსახურის თანამშრომელთა სულ მცირე 80 პროცენტი მუშაობას სახლიდან განაგრძობს. შეზღუდები არ ვრცელდება სამშენებლო და ინდუსტრიულ საწარმოებზე, რომლებიც უწყვეტი წარმოებით არიან დაკავებულები, ასევე ღია სასოფლო სამეურნეო და სამშენებლო ობიექტებზე, ჯანმრთელობის ცენტრებსა და ღია ბაზრებზე. საზაფხულო შიდა ეზოები, ავტოსატრანსპორტო მომსახურება და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურება მუშაობას გაძლიერებულ, ჰიგიენური და სადეზინფექციო ზომებით განაგრძობს. საერთაშორისო ფრენები ქვეყნების უწინდებული სიის მიხედვით მიმდინარეობს. შეიზღუდა შიდა ფრენები და მატარებლით გადაადგილება.
საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსის მომსახურება , კარანტინის პერიოდში შეჩერდა. . როგორც პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტიკაიევმა აღნიშნა, სირთულეები დროებითია. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, ყაზახეთს საკმარისი სამედიცინო და ეკონომიკური რესურსი გააჩნია.