თბილისში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
დღეს, 2020 წლის 10 ივლისს, გაიმართა პროექტის „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ (#CoMEast) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში : „ საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე – 2020-ს – ის ორგანიზატორი“ და „საუკეთესო ფოტო“ ჩატარებული ღონისძიებებისა და ფოტოების ონლაინ პრეზენტაცია და გამარჯვებულების დაჯილდოება.
„ საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე – 2020-ს – ის ორგანიზატორი“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაკა პეტრენკო; II ადგილი – გორის მუნიციპალიტეტის მერია, დიმიტრი გოგიაშვილი III ადგილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, თამარ ხოფერია; „საუკეთესო ფოტო“, კონკურსის გამარჯვებულები არიან: I ადგილი – ნინო ჯელაძე, თელავი II ადგილი – ნუკრი ყველაშვილი, თბილისი III ადგილი – მაგდა მაჭავარიანი, გურჯაანი ვულოცავთ კონკურსების მონაწილეებსა და გამარჯვებულებს. კონკურსები გაიმართა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში (#EUSEW2020);