ყაზახეთი მჭიდროდ მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან COVID-19-თან ბრძოლაში


მიმდინარე წლის 17 ივლისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ბიუროს რეგიონალურმა დირექტირმა, ჰანს კლიუგემ საკუთარ ვიდეო მიმართვაში ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესკონფერენციისთვის ყაზახეთის დედაქალაქში აღნიშნა შემდეგი: „ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში COVID-19-ის დაავადების და მასთან ბრძოლის ზომების შესახებ ახალი ცოდნის მიღებით, ჯანმომ აამოქმედა აღნიშნული დაავადების კლასიფიკაციისთვის ახალი კოდები. ყაზახეთიდან იყო შეტყობინებები პნევმონიის შემთხვევების საგრძნობლად გაზრდზის შესახებ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ახსნა COVID-19-ია.“
ექიმმა ხ.კლიუგემ მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, ტესტირების შესაძლებლობის ჩატარებაზე თანხმობისთვის ჯანმოს საცნობარო ლაბორატორიებში. ამგვარად, ყაზახეთში არ არის არავითარი ახალი საშიში ინფექცია, ყველა ადრე განცხადებული შემთხვევები გამოვლენილი პნევმონიით ჯანმოს კლასიფიკაციით COVID-19-ს მიეკუთვნება. აქამდე რამდენიმე უცხოური მედია შეცდომით მიუთითებდა, ყაზახეთის რესპუბლიკაში გარკვეული უცნობი დაავადების გამოჩენაზე. აღნიშნულმა მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ყაზახეთმა დაუყოვნებლივ მიმართა დახმარებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ინფორმაციის გულმოდგინეთ შესწავლის შედეგად ჯანმომ დაადასტურა პნევმონიის საზაფხულო აფეთქება ყაზახეთში, როგორც COVID-19-ის დაავადების შედეგი. აღნიშული პნევმონიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შემთხვევას პისიარ ტესტზე უარყოფითი შედეგი აქვს, მაგრამ აქვთ კორონავირუსის კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. ასევე ყაზახეთის რესპუბლიკაში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კეროლაინ კლარინვალის განცხადებით, ქვეყანაში დამატებით ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.
ამასთანავე, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ყაზახეთი მჭიდრო კავშირში მუშაობს ჯანმოსთან. ორგანიზაციასთან რეგულარული სამუშაო კონსულტაციები ეხმარება ყაზახეთის რესპუბლიკას მოახდინოს ეპიდემიის განვითარების აღრიცხვის მეთოდოლოგიის კორექტირება და დააფიქსიროს მისი სხვადასხვა ფორმები. ამ დრომდე ყაზახეთში, როგორც უმეტეს ქვეყნებში ხორციელდება COVID–19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების აღრიცხვა.
ისტორია შემდეგნაირია, ივნისის მესამე დეკადიდან ქვეყანაში აღნიშნული იქნა ვირუსული პნევმონიის შესამჩნევი ზრდა პათოგენის დაზუსტების გარეშე, ანუ ლაბორატორიულად დაუდასტურებლის. აღნიშული თავის მხრივ ამდიდრებს ეპიდემიასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკასაც – ახალი კორონავირუსი ხომ ბოლომდე არ არის შესწავლილი და მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მისი ყველა შესაძლო გამოვლინებები.
სავარაუდოდ, ყაზახური გამოცდილება სასარგებლო იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც ახლა ჯანმოს შეფასებებით ასევე აღინიშნება ჭარბი სიკვდილიანობა, რომელიც დიდი ალბათობით დაკავშირებულია COVID-19-თან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები არის არა მხოლოდ ყაზახეთში, თუმცა ყველგან არის თავისი სპეციფიკა.
მიმდინარე წლის 18 ივლისიდან COVID-19 ავადობისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა ჩამოყალიბებული იქნება მონაცემთა ორი წყაროდან: COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებისა და დაუზუსტებელი ვირუსული პნევმონიის. ეს ავტომატურად გაზრდის ავადმყოფთა რაოდენობის რიცხვს.
მაგრამ აღრიცხვის მსგავსი მიდგომა ხელს შეუწყობს ავადობის სწორი პროგნოზების გაკეთებას, საჭირო რესურსების ადეკვატურად დაგეგმვას: სამედიცინო კადრები, საწოლები, სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, და ასევე სტატისტიკის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ყაზახეთში სრული გადასვლა COVID-19-ის კოდირებაზე ავადობის საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი კოდების გამოყენებით მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან უნდა განხორციელდეს.
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას კარგად ესმის, რომ ეს მიდგომა ახალ მეთოდოლოგიისადმი და ახალი გაერთიანებული სტატისტიკის გამოქვეყნება გამოიწვევს ყაზახეთის პოზიციების გაუარესებას კორონავირუსის ინფექციისგან ავადობის და სიკვდილიანობის საერთაშორისო რეიტინგში.
თუმცა ქვეყნის მთავრობის ეს ზომები ხაზს უსვამენ ყაზახეთის გახსნილობას და მის მზაობას ერთობლივად, საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში გაუწიოს წინააღმდეგობა კორონავირუსის პანდემიას და შეისწავლოს მისი შედეგები.
ყაზახეთში არ არის COVID-19 ეპიდემიის ახალი ფეთქებადი ზრდა და დაავადების ახალი შემთხვევების კრიტიკული მატება. ქვეყნის პოზიციის მკვეთრი ცვლილება საერთაშორისო სტატისტიკაში, მაგალითად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ან „worldometer.com“-ს, დაკავშირებულია პნევმონიის დაავადების ყველა შემთხვევის ტექნიკურ მატებასთან, რომლებიც ჯანმოს კლასიფიკაციით დაკავშირებულია COVID-19-თან.
მოქალაქეების დაავადების ყველა შემთხვევა (დადასტურებული COVID-19-ის და პნევმონიის) თავდაპირველად დაფიქსირებულ იქნა ყაზახეთის ჯანდაცვის სისტემის მიერ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო COVID-19-თან კავშირის მტკიცებულებები, ეს შემთხვევები საერთო ეპიდემიოლოგიურ სტატისტიკაში არ შედიოდა.
მთლიანობაში მიმდინარე წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტომდე ყაზახეთში კარანტინის შემოღებამ საგრძნობლად დაასტაბილურა COVID-19-ის დაავადებასთან დაკავშირებით სიტუაცია ქვეყანაში, ამჟამად ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა რჩება 1700-1800 ადამიანი დღეში.
ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ევროპის რეგიონალური დირექტორის, დორიტ ნიცანის (Dorit Nitzan, Regional Emergency Director, WHO Regional Office for Europe) აზრით არსებული მონაცემების საფუძველზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყაზახეთში საგრძნობლად უმჯობესდება. დღეს რესპუბლიკა პარალელურად მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროგრამას ატარებს და აკონტროლებს მოსახლეობის მიერ საბაზისო მოთხოვნების შესრულებას პირბადეების ტარების, სოციალური დისტანცირების და ადამიანების ჯგუფური შეკრებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *