საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია

შაბათს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მანიფესტზე ხელმოწერით დაადასტურებს იმ პრინციპებზე თანხმობას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას.  ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20-ს მიზნებსა და სამოქმედო გეგმას.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.

პლატფორმის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა; ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა; საარჩევნო სისტემის მონიტორინგი და საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების დაცვა; სახელმწიფოს, საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარების მიზნით. აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *