“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”, რომლის პრეზენტაციაც ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს გაიმართა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

როგორც პლატფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე 20/20-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, ახლად დაფუძნებულ პლატფორმას ბევრი გრძელვადიანი გეგმა გააჩნია და თანმიმდევრულად დაგეგმა ზომიერად აპირებს აქტიურ საქმიანობას.

„20/20ს მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა,“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის თენგიზ თევზაძის განცხადებით, ამეტაპზე ახლად დაფუძნებული პლატფორმის მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა და სადამკვირვებლო საქმიანობა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, თუმცა პანდემიამ, შესაძლოა პრობლემა შექმნას საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რათა დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და მივცეთ შესაბამისი ობიექტური შეფასება.“- განაცხადა თევზაძე.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ს პროგრამების დირექტორის ლაშა ფარულავას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე 20/20-ის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიზანი იქნება, დაგეგმილი საარჩევნო პროცესი იყოს გამჭირვალე და სამართლიანი.

„20/20-ის მთავარი ამოცანა აჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესის მონიტორინგი განახორციელოს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; პერიოდულად საზოგადოებას წარუდგინოს მიმდინარე პროცესებთან და კავშირებით ანგარიში, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები. ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან,“- განაცხადა ფარულავამ.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *