ყაზახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
ყაზახეთმა გადალახა ივლისის თვეში შექმნილი Covid-19-ის აფეთქებით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობა. ივლისის შუა რიცხვებში გადავსებული იყო სტაციონარები, მოქალაქეების ზარები არ წყდებოდა სასწრაფო დახმრების ტელეფონებზე, მეფობდა საერთო აჟიოტაჟი. დღეს ყაზახეთში კორონავირუსის ინფექციით ინფიცირების 92 662 შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც დაავადებულების დაახლოებით 69% გამოჯანმრთელდა. სტაციონარების დატვირთვა დაეცა 36%-მდე, ხოლო ავადობის ზრდა არ აღემატება დღეში 1,2%.
1 აგვისტოდან ყაზახეთში შეიქმნა Covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო სტატისტიკა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ამიერიდან ასევე, ახალი ინფექციით გამოწვეულ პნევმონიის სტატისტიკასაც შეიყვანენ. სტატისტიკების გაერთიანებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ქმნიდა კოდირების ახალ ალგორითმებს, ახდენდა საინფორმაციო სისტემის რეგულირებას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალს ასწავლიდა კორონავირუსის პნევმონიის სიმპტომების გამოვლენას. ამგვარი შრომატევადი პროცესი დაავადების განსაზღვრის წარმოუდგენელი სირთულით არის განპირობებული. ხშირად, კორონავირუსის პნევმონიით დაავადებულ პაციენტების პისიარ ტესტების ანალიზები უარყოფით შედეგს იძლევიან, რაც შემდგომი დიაგნოზის დადგენას უფრო რთულს ხდის. კერძოდ, აღრიცხვის ახალი სისტემის წყალობით გაქრა არასწორი განმარტებები და უსაფუძვლო განცხადებები, რომლის გამოც შესაძლოა მომხადრიყო მოსახლეობის დეზინფორმაცია. უწყების მიზანია Covid-19-ის ყოველმხრივი გაშუქება მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი დახმარების მიწოდებისათვის და თვითმკურნალობის არატრადიციული მეთოდების გავრცელების თავიდან აცილება.
ბრძოლა პირველობისთვის – ასე შეიძლება ქვეყანაში არსებული ვითარების დახასიათება. ჯანდაცვის სამინისტრო რიგ სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებს შრომატევად სამუშაოს ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დაავადების და შემოდგომა–ზამთრის პერიოდში გრიპის ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად ემზადება მსგავსი სცენარისთვის. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია გრიპისგან გეგმიური ვაქცინაცია. ფაქტიურად ქვეყნის ყველა რესურსი მიმართულია შემოდგომის პერიოდისთვის მომზადებისთვის. ყველა საშუალებით არის აღჭურვილი და სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი პაციენტების მისაღებად ხელმისაწვდომი საწოლი ადგილები, მათ შორის, რეზერვში არსებულიც. ივსება მარაგები პისიარ ტესტირების ჩასატარებლად. ხდება მედიკამენტების შესყიდვა საცალო ქსელში და საწყობებში დასაგროვებლად. დიდი ყურადღება ეთმობა სამედიცინო ორგანიზაციების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგით უზრუნველყოფას ქვეყნის ყველა კუთხეში. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განიხილა გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და დროული სამედიცინო დახმრების მიწოდების რიგი მექანიზმები. მოსახლეობისთვის ყოველმხრივი სამედიცინო დახმარების გასაწევად, კორონავირუსის მსგავსი პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის მომზადების პროცესში არის Covid-19-ის მკურნალობის სქემები შემდგომ გადასაცემად პოლიკლინიკებისთვის. ამასთან ერთად, პრეპარატების სია 5 სახელწოდებამდეა გაფართოებული, რომლების ამოქმედებაც რეკომენდირებულია პრაქტიკაში მსგავსი სახეობების პნევმონიის და კორონავირუსის ადრეული მკურნალობისთვის. სრულად ყველა რეგიონი გაძლიერებული რეჟიმით აწარმოებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების და ჟანგბადის კონცენტრატების შესყიდვას.
სტაბილიზაციისთვისა და Covid-19-ის შესაძლო შემდგომი ტალღისთვის მოსამზადებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ გაზარდა სასაწოლე ფონდი 30,4 ათასიდან 49,7 ათასამდე. სახლში დროული სამედიცინო დახმარების გასაწევად ამბულატორიულ დონეზე შემქნილ იქნა 2962 ერთეული პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების მობილური ბრიგადა. იგეგმება მობილური ბრიგადების რაოდენობის 3500 ათასამდე გაზრდა. ამავდროულად, დროული კონსულტაციისთვის და პოლიკლინიკებში შემავალი ზარების მისაღებად Call-ცენტრების რიცხვი 16 %-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემების თანახმად ინფექციურებში და დროებით სტაციონარებში დაახლოებით 1958 ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატია ხელმისაწვდომი.ნ იგეგმება დამატებით დაახლოებით 4183 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, ასევე დაახლოებით 21 ათასი საწოლის ჟანგბადთან და 6237 წერტილის საჟანგბადე კონცენტრატებთან მიერთება. ამ დროისათვის ლაბორატორიებს შეუძლიათ 32 ათასი პისიარ ტესტის ჩატარება დღეში; ხოლო შემდეგ, სექტემბრის დასაწყისისთვის კვლევითი ობიექტების რაოდენობა დღეში 64 ათასს მიაღწევს.
კონტროლს ექვემდებარება ასევე სამედიცინო საშუალებების იმ მოცულობით შესყიდვა, რომელიც საკმარისი იქნება ეფექტური სამედიცინო დახმარების გასაწევად, როგორც კლინიკებში, ასევე სახლში. მთავრობამ დაავალა შპპ „სკ–ფარმაციას“ სამედიცინო პრეპარატების შესყიდვის განხორციელება 2 თვიანი მარაგის მოცულობით. ამავე დროს გასათვალისწინებელია საცალო ვაჭრობისთვის მედიკამენტების მიწოდების აუცილებლობა, მოსახლეობის სახლში მკურნალობისთვის.
რეგიონებში შესაბამის ვადებში სამედიცინო დახმარების გასაწევად, ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე იზრუნა სამედიცინო დახმარების გაწევის განსაკუთრებულ დონეზე. ამბულატორიული დახმარების გასაწევად სოფლებში შექმნილია და ფუნქციონირებს 1493 მობილური ბრიგადა, რაც პირობითად ფარავს 94% მოთხოვნას. სამედიცინო დახმარების გასაწევად ამოქმდებულია სასწრაფო დახამრების 641 ეკიპაჟი. მთავრობის დავალებით, აკიმატები და ჯანდაცვისა და ინდუსტრიის სამინიტროები ვალდებულნი არიან აგვისტოს ბოლომდე რეგიონებში უზრუნველყონ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების საჭირო რაოდენობის მიწოდება.
რიგმა სამინისტროებმა, ასევე მიიღეს მნიშვნელოვანი დავალებები რეგიონების ეფექტური სამედიცინო დახმარების აღჭურვის ფარგლებში. ინდუსტრიის, ჯადნაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ რეგიონების მოძრავი დიაგნოსტიკური კომპლექსებით აღჭურვის საკითხის გადაუდებელად მოგვარება, სამამულო წარმოების ციფრული რენტგენის აპარატების გადაცემა რაიონული საავდამყოფოებისთვის. აკიმატები და ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ, როგორც ადრე პასუხისმგებელნი არიან ჟანგბადის კონცენტრატების და სამედიცინო გაზების დროულ მიწოდებაზე ქვეყნის ყველა კუთხეში.
მთავრობის მიერ მიღებული ინიციატივები, ასევე მოიცავენ რიგ მნიშვნელოვან ზომებს, რომლის მიზანიც რეგიონებში ოპერატიული რეაგირებაა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროსა და აკიმატებს დაევალათ რეგიონებში პისიარ ტესტირების სამუშაოს ორგანიზება ვეტერინარული ლაბორატორიების ბაზაზე და შესაბამისად ახლად შემქნილი ადგილების პერსონალით უზრუნველყოფა საჭირო სამუშაოსთვის.
დღევანდელ დღეს ვითარება რიგ რეგიონებში დასტაბილურდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების საუკეთესო მაჩვენებლები დასავლეთ ყაზახეთში, ალმატის, თურქესტანის, კოსტანაის, აკმოლასა და მანგისტაუს ოლქებშია გამოვლენილი. არა ნაკლებად საიმედო ვითარებაა ყაზახეთის დედაქალაქში – ნურ–სულთანის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მაჩვენებელი მერყეობს დაახლოებით 73 %. 10 ჯერ იკლო დედაქალაქში სასწრაფო დახმარებისთვის Covid-19-თან დაკავშირებით მიმართვიანობის რაოდენობამ. თუ ადრე დღეში 500 ზარი შემოდიოდა კოვიდ–თან დაკავშირებით, დღევანდელ დღეს რიცხვი დაახლოებით 50 ზარს შეადგენს. ჯანდაცვის ძირითადი ამოცანა ამჟამად მიმდინარე პოზიციების შენარჩუნებაა, რადგან, კარანტინის შემოღების წყალობით ინფექციით ინფიცირების პიკმა გაიარა. უფრო მეტიც, მიმდინარე კარანტინი საფუძვლიანად განსხვავდება იმისგან, რაც გაზაფხულზე იყო. სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ კარანტინის დროს მოსახლეობისთვის რიგი შეღავათები შემოიღო, სეირნობის ნებართვა მცირე ჯგუფებით, ქუჩაში ვარჯიშების ჩატარების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ვიზიტის სახით სუფთა ჰაერზე.
მთავრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა არა მხოლოდ დაავადებული მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა, არამედ ასევე მოქალაქეთა შორის განმმარტებელი კამპანიის გატარება, რომლის მიზანია სანიტარული ნორმების და კარანტინით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის, ასკარ მამინის გაფრთხილების თანახმად, მსოფლიოში შენარჩუნებულია საგანგაშო ვითარება და 120-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია Covid-19-ის ინფიცირების აფეთქება. მიმდინარე მსოფლიო ეპიდემიოლოგიური რუქის შესაბამისად და მოახლოებული შემოდგომა–ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, ყაზახეთი ყველა საჭირო ზომას იღებს დაავადების პოტენციურ ახალ ტალღასთან გასამკლავებლად და ამზადებს პრევენციული ზომების კომპლექსს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკარანტინო ზომების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნების შემთხვევაში, შესაძლოა მიღებულ იქნას დამატებითი შემზღუდავი ზომები.
ზემოხსენებულ ზომებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს Covid-19-ის წინააღმდეგ ყაზახური ვაქცინის წარმოებაზე. მთელი მსოფლიო ცდილობს შეიმუშაოს ვაქცინა და ყაზახი მეცნიერები ასევე არ ჩამორჩებიან თავის საერთაშორისო კოლეგებს. ამ ეტაპზე ყაზახურმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკამდელი ცდები თაგვებზე, ღორებსა და მაკაკებზე. უფრო მეტიც, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების რიგი თანამშრომლები გამოცხადდნენ ვაქცინის საკუთარ თავზე გამოსაცდელად. დღევანდელ დღეს ხუთ მოხალისეს, ვინც გაიკეთა ვაქცინა, არ აქვს საგანგაშო სიმპტომები ალერეგიის, სიცხის ან ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესების სახით. კლინიკამდელი კვლევები 20 აგვისტოს სრულდება, რის შემდეგაც მიღებული მონაცემები გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.
ჯანდაცვის სამინისტრომ 44 მოხალისე ამოარჩია, რომლებიც ადრე არ ყოფილან Covid-19-ით ინფიცირებულები და შესაბამისად ორგანიზმში ანტი სხეულები არ აქვთ. სექტემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით, ადამიანებზე კლინიკური ცდების პირველი სტადია დაიწყება. ცდების მეორე სტადია მოიცავს ვაქცინების ცდების ადამიანების მეტ რაოდენობაზე ჩატარებას. დაახლოებით ორასი მოხალისე გამოცხადდა ვაქცინის განმეორებით ცდისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში. აღნიშნული კვლევების ჩატარება იგეგმება ალმატას კლინიკებში. შემდეგი ნაბიჯი მოქალაქეების ვაქცინაციის გზაზე Covid-19 საფრთხის წინააღმდეგ იმუნობიოლოგიური პრეპარატების წარმოების ქარხნის გახსნა გახდება ჟამბილის რეგიონში. აღნიშნული ქარხნის წყალობით სამამულო ბაზარზე ყოველწლიურად 60 მილიონამდე ვაქცინის დოზა გამოჩნდება.
ამავდროულად, ყაზახეთი სრულად საკუთარი ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული. უწყებათაშორისი კომისიის სხდომის თანახმად, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები აქტიურად არიან ჩართულები წინასწარი კონტრაქტების გაფორმების სამუშაოში Covid-19-ის ვაქცინის შესაძენად. აღნიშნულ მომენტში უწყებები ატარებენ ადამიანების ჯგუფების განსაზღვრას, რომლებიც ექვემდებარებიან ვაქცინაციას, აწარმოებენ ფინანსურ გაანგარიშებას ხარჯებთან დაკავშირებით და ახდენენ ყაზახეთის «COVAX Facility»-ს პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობის გათვლას. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა Covid-19-ის რიგ ვაქცინა–კანდიდატებზე წვდომის საშუალებას იძლევა.
რომ შევაჯამოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა. დასრულდა მწვავე პერიოდი და ახლა ყაზახეთის ხელისუფლების მიზანია მიღწეული პოზიციების შენარჩუნება და ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება.