ენძელა მაჭავარიანმა ინდოელ სტუმრებს უმასპინძლა

ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი საქართველოში მოღვაწე ინდოელ ბიზნესმენებს და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
✔შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და პანდემიის პერიოდში ინდოეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრეს.
✔ ენძელა მაჭავარიანმა სტუმრებს ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმ დახმარებისთვის, რომელიც ინდოეთის სახელმწიფომ და საქართველოში მოღვაწე ინდოელმა ბიზნესმენებმა განახორციელეს, მადლობა გადაუხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *