სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა

“თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ⚠️

ადგილზე, დროულად მისულმა “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა, ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. ⚠️

 ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

 “თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ “სითი მოლის” შენობაში მდებარე, ერთ-ერთ სამზარეულოში, ღია მდგომარეობაში დატოვებული იყო გაზქურის 8 სანთურა. ‼️

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მინდინარეობს.

“თბილისი ენერჯი” მადლობას უხდის იმ ადამიანს ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ.

კომპანია ასევე მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს, რომლებმაც უსწრაფესად გაანეიტრალეს საფრთხე და შენობა ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს.

“თბილისი ენერჯი” ყველას მოგიწოდებთ – იყავით ფრთხილად და ყურადღებით. გთხოვთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მუდამ შეამოწმეთ გაზის დანადგარები, რათა თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ადამიანების სიკვდილით მთავრდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *