ყაზახეთის უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს იწვევენ
? COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სასწვალო პროცესზე, მათ შორის სტუდენტების საერთაშორისო მობილობაზე.
2020 წელს საგაზაფხულო სემესტრში ყაზახეთის ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ოპერატიულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ქვეყნის უმაღლესმა სკოლამ წარმატებით გაართვა თავი დისტანციურ განათლებაზე გადასვლის პირველ მასობრივ გამოცდილებას.
უცხოელი მოქალაქეების გახშირებული მომართვების გათვალისწინებით, ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სასწავლო გაკვეთილებზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ დისტანციურ ფორმატში ახალ 2020-2021 სასწავლო წელს ყველა უცხოელი სტუდენტისათვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება ჩამოვიდნენ ქვეყანაში პანდემიის გამო. აღნიშნული ცვლილებები ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც აგრძლებს სწავლას, ასევე იმ უცხოელ აბიტურიენტებსაც, რომლებსაც სურთ ყაზახეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარება დისტანციურ სწავლებაზე.
პანდემიამ ცვლილებები შეიტანა ასევე ყაზახეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმღებ კამპანიაში. დღესდღეისობით უცხოელი მოქალაქეების დოკუმენტების მიღება ყაზახეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად ხორციელდება ონლაინ რეჟიმში ვირტუალური მიმღები კომისიების საშუალებით. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტების ვებ – გვერდების საშუალებით მათ მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. უცხოელი მოქალაქეებისთვის მისაღები გამოცდები (გასაუბრებები), ასევე დისტანციურ რეჟიმში ტარდება თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.
ამისათვის ყაზახეთის ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დღეს აღჭურვილია საჭირო ციფრული ინფრასტუქტურითა და „LMS“-ის პლატფორმებით (Platonus, Univer, Moodle, Canvas და ა.შ.). უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე წვდომას, არსებობს ონლაინ ოფის-რეგისტრატორი, ონლაინ დეკანატი, შექმნილია ვირტუალური ლაბორატორიები, ყველა საკონტროლო გამოცდა დისტანციურ რეჟიმში პროქტორინგის უზრუნველყოფით ტარდება. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი დისტანციური პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტების ვირტუალური აკადემიური მობილობის განვითარებაში.
ამჟამად ყაზახეთში 129 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელთაგან 10 საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების „QS“-ის და „Times Higher Education“-ის მიერ არის აღიარებული. გარდა ამისა, 2020 წელს ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ-200 საუკეთესეო უნივერსიტეტების რიცხვში შევიდა (165 პოზიცია „QS“-ში), რითიც დაადასტურა, რომ მსოფლიოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მაღალ დონეს შეესაბამება.