არბიტრაჟი – არც თუ კარგი პერსპექტივა საქართველოსთვის

თბილისის დამოკიდებულება ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ასუსტებს მის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კიდევ ერთი ხმაურიანი დავის ფონზე უცხოელ ინვესტორთან

ბენჯამინ ზალინგერი, 2020 წლის 10 აგვისტო

ინვესტორებმა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უკან დგანან, გასული თვის ბოლოს წამოიწყეს საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობის წინაააღმდეგ, ბრალს სდებენ რა მას 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ჩაგდებაში.

საქართველოს ჭირდება პორტი. და მას თუ არ სურს ჩინური ვალის ტყვეობაშიაღმოჩნდეს, უნდა შეწყვიტოს დასავლელ ინვესტორებთანკინკლაობა. პორტის პროექტთან დაკავშირებული საარბიტრაჟო სარჩელის შეტანამდე სულ რამდენიმე დღით ადრე თბილისს კიდევ ერთ უცხოელ ინვესტორთან დავაში მოუწია უკან დახევა ვაშინგტონიდან ზეწოლის გავლენით – საქმე ეხებოდა ფრონტერას – ამერიკულ ნავთობ-კომპანიას.

ანაკლიის ირგვლივ არსებული ცხარე დისკუსიის ასეთი ესკალაცია დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას – ორი მიზეზის გამო.

პირველ ყოვლისა, უკვე ნათელია რომ ანაკლია სწრაფად ვეღარ აშენდება; არბიტრაჟის პროცესი ხელს შეუშლის სახელმწიფოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. როგორც ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ანაკლია უნდა ყოფილიყო უმთავრესი პუნქტი საქართველოს გეგმაში, რომლითაც ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტულ ცენტრად უნდა ტრანსფორმირდეს  – ეს არის სტრატეგია, რომლითაც გაიზრდება ვაჭრობა, საქართველო უფრო ღრმად ინტეგრირდება ევრო-ატლანტიკურ ეკონომიკურ სისტემასთან და საბოლოო ჯამში კი განთავისუფლდება რუსეთის გავლენისგან.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეთაურთან დაპირისპირებული პირის მიერ დაფუძნებულმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) არბიტრაჟს მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ მას ბრალი დასდო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ჩავარდნაში და იანვარში შეუწყვიტა კონტრაქტი. კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა მთავრობამ გახადა მისთვის შეუძლებელი. 

ანაკლიის საგა ვნებს საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის უსაფრთხო ადგილის რეპუტაციას და ამით აკნინებს საქართველოს უსაფრთხოებას. საქართველოს ოფიციალური პირებიამაყობენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით და იმ რეიტინგით, რაც საქართველოს აქვს ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით.უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, არამედ ამყარებს კავშირებს ამერიკულ და ევროპულ ბიზნეს წრეებთან და აღარ ხდის ქვეყანას იძულებულს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად სესხები ჩინეთიდან აიღოს კაბალური პირობებით.

ჩინელი ინვესტორები უკვე აქტიურად არიან წარმოდგენილები ისეთ სფეროებში, როგორიცააქვანახშირის მოპოვება, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და გზების მშენებლობა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კულისებს მიღმა ახდენდა პროექტის საბოტაჟირებას – როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი უთხრა გარანტიების გაცემაზე და კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით. აშკარაა, რომ პირადი დაპირისპირება არსებობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, რომელმაც შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია.

ის ფაქტი, რომ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი განვითარების გზას საშინაო პოლიტიკური დაპირისპირების გამო ასცდა, დადებითად არ აისახება საქართველოზე. უცხოური კომპანიები ნაკლებად დაინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც გრძელვადიან მხარდაჭერას მოითხოვს. ეს კი სერიოზული პრობლემა უნდა იყოს საქართველოსთვის, სადაც ოფიციალურისამთავრობო მონაცემების თანახმად, უცხოური პირდაპირი ინვეტიციების მოცულობა შემცირდა: 2014-2017 წლებში არსებული, წელიწადში საშუალოდ 1.8 მილიარდიდან 1.3 მილიარდამდე  2018 და 2019 წლებში.

დასავლელ ინვესტორებზე, ბიზნესსა და გადამზღვეველებზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. მათ კი ისე ვერ მიწვდები, თუ არ იქნებიან დარწმუნებულები, რომ მათ სამართლიანად მოექცევიან.   ინვესტორებს მხოლოდ კაპიტალი და ექსპერტიზა არ მოაქვთ; ისინიაკავშირებენ ქართულ და დასავლურ ბიზნესს, რაც თავისმხრივ პოლიტიკურ კავშირებს აძლიერებს. ანაკლიის ირგვლივ პრესაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციასაქართველოში ინვესტირებას გადააფიქრებინებს დასავლელ ინვესტორებს, ქვეყანა კი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს ნელი ტემპით ეკონომიკურ ზრდასა და ახალმოკავშირეებთან თანამშრომლობას შორის.

აშკარა არჩევანი კი ჩინეთი იქნება,დიდი ჯიბეებით და მიდრეკილებით, რომ განახორციელოს ინვესტიციები დისფუნქციურ ქვეყნებში ევროპისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე. და ეს არ არის მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა რაოდენ მნიშვნელოვანია ანაკლია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განთავისუფლდეს რუსეთის და ჩინეთის ზეგავლენისგან. ჩინური ინვესტიციები საქართველოში იმავე პრობლემებს გააჩენს, რაც ყველგან სდევს მას თან – ვალის ხაფანგი, გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ზეგავლენა.

სამეზობლოს გათვალისწინებით, საქართველო ჯერ კიდევ წარმატების ისტორიასთან ასოცირდება დემოკრატიისა და თავისუფალი მეწარმეობის თვალსაზრისით. ანაკლიასთან დაკავშირებული ფიასკო კი უკან გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების პოლიტიზირებას უკავშირდება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქართველებმა მხარი დაუჭირონ ანაკლიას და ქვეყნის კარი გაუხსნან უცხოურ ინვესტიციებს.

ამასობაში კი საქართველოს მეგობრებმა ვაშინგტონიდან ისეთი დახმარება უნდა გასწიონ, რაც პრინციპებს და არა ფავორიტიზმს ეფუძნება.აპრილში საქართველომ მოიგო არბიტრაჟი ფრონტერასთან, ამერიკულ ნაბთობკომპანიასთან, რომელიც, როგორც ჰააგის მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა დაადგინა, არ იხდიდა ხელფასებს და არაკეთილსინდისიერად იქცეოდა წლების განმავლობაში. იმის მაგივრად, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის, ზოგიერთი კონგრესმენი შეეცადა, სახელმწიფო დეპარტამენტს შეეზღუდა დახმარება თბილისისთვის, თითქოსდა ფრონტერას დავა უკავშირდებდა რუსეთს. თბილისს უკანდახევის გარდა სხვა გზა არ ქონდა. 

ასემუშაობენ პეკინსა და მოსკოვში. თუ ვაშინგტონს სურს, რომ საქართველო განვითარდეს როგორც გამჭვირვალე და თავისუფალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, ხელი უნდა შეუწყოს ამ ქვეყანას, რომ მან შეძლოს წესებით თამაში – და მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *