განცხადება საერთაშორისო ჯილდოს „წლის მოხალისეს“ მისაღებად კონკურსის ჩატარების შესახებ
განცხადება საერთაშორისო ჯილდოს „წლის მოხალისეს“ მისაღებად კონკურსის ჩატარების შესახებ
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის ინიციატივით დაწესებული იქნა საერთაშორისო ჯილდო „წლის მოხალისე“.
ყაზახეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტრო წლის მოხალისის გამოვლენის ფარგლებში იწყებს კონკურსს საერთაშორისო ჯილდოს „წლის მოხალისეს“ მოსაპოვლებლად.
საერთაშორისო ჯილდო მიზნად ისახავს მოხალისეებისა და მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისე ორგანიზაციების წაქეზებას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სოციალური და საზოგადოდ სასარგებლო ამოცანების გადაჭრაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდეტებს მთელი მსოფლიოდან. ამისათვის აუცილებელია განცხადების შეტანა და მონაცემების შევსება მოხალისეობის საქმიანობის შესახებ ინტერნეტ ფლატრფომაზე qazvolunteer.kz. განცხადებების მიღება დაიწყება 2020 წლის 26 ოქტომბრის 09.00 საათიდან და გაგრძელდება 2020 წლის 15 ნოემბრის 09.00 საათამდე.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:
პირველი – ღია ონლაინ ხმის მიცემა ინტერნეტ პლატფორმაზე qazvolunteer.kz,
მეორე – მონაწილეები, რომლებმაც ხმათა უმრავლესობა მიიღეს და
მეორე ეტაპზე გადავიდნენ საკონკურსო კომისიის მიერ ფასდებიან.
საბოლოოდ გამარჯვებული გახდება სამ-სამი პრეტენდეტნი თითოეული შემდეგი ნომინაციიდან:
- „საუკეთესო მოხალისეთა ორგანიზაცია“
- „კორპორაციული მოხალისეობის ლიდერი“
- „კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისათვის“
- „მდგრადი განვითარების მიზნების ლიდერები“
- „საუკეთესეო სოციალური დამხამრე“
- „საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის“
- „უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაში აქტიური მონაწილეობისთვის“
- „სამართალდარღვევათა მსხვერპლთა დამხარების გაწევაში აქტიური მონაწილეობისათვის“
- „ჯანდაცვის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისთვის“
- „ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობისთვის“
- „ცოდნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“
- „გარემოს შენარჩუნებასა და დაცვაში შეტანილი წვლილისათვის“
- „მშვიდობის, მეგობრობის და თანხმობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის“
- ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“
- „ცხოველთა დაცვის საკითხების მოგვარებაში შეტანილი წვლილისათვის“
- „სოციალური ამოცანების გადაჭრაში შეტანილი წვლილისათვის“
საერთაშორისო ჯილდოს „წლის მოხალისე“ მინიჭების წესები განთავსებულია ყაზახეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და საზოგადობრივი განვითარების სამინისტროს ინტერნეტ-წყაროებში.
კონკურსის დეტალური პირობების გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტრო