დრო მოვიდა გავხდეთ ციფრული მოქალაქეები
დაეუფლე მომავლის პროფესიებს სკოლაში სწავლის პარალელურად: „IT აკადემია სტეპი“-ს საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე. ექსპერტთა პროგნოზით, მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ უკვე დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება ტექნოლოგიებით. IT აკადემია სტეპი დაგეხმარებათ გახდეთ ადამიანი, რომელიც ქმნის ამ ტექნოლოგიურ რესურსებს. თუ როგორია აკადემიის სასწავლო პროგრამები, რა გამოწვევების წინაშე დგას და რას აპირებს მომავალში,ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალითაობის ბიზნესი“ „IT აკადემია სტეპი“-ს საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მაკა მახათაძემ.
„IT აკადემია სტეპი“-მ საქართველოში ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო. ეს არის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი IT სპეციალიზაციით. აკადემიას მსოფლიოს 20 ქვეყანაში 89 ფილიალი აქვს. აკადემია გამოირჩევა განსხვავებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რომელიც სტუდენტს კომპლექსურად გადასცემს როგორც ცოდნას, ასევე უნარებს. თავდაპირველად იყო სირთულეები სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკადემიის სასწავლო პროგრამა სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება, ისწავლება არა მარტო პროგრამირება, არამედ საწყისი კურსი, რომელიც ეხება კომპიუტერს და ზოგადად ტექნოლოგიებს. პროგრამა არის სიღრმისეული. სტუდენტი რომ მოდიოდა სასწავლებლად, იგი არ ცდილობდა პროგრამის სიღრმისეულად შესწავლას და მოკლე კურსებით შემოიფარგლებოდა, თუმცა შემდეგ პრაქტიკაში მიხვდნენ რომ სრულყოფილად დაუფლებისთვის აუცილებელია პროგრამის სრულად გავლა.
კითხვაზე, არის თუ არა საჭიროგანსაკუთრებული ნიჭი საბაზისო ცოდნის მისაღებად, ქალბატონი მაკა აცხადებს, რომ არა. „ჩვენ ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. ფაქტიურად, ჩვენ გვიწევს ცხოვრება ორ ინდუსტრიულ რევოლუციაში. მესამე ინდუსტრია დამთავრდა და გადავედით მეოთხე ინდუსტრიაში. ექსპერტებმა ოფიციალურად 2011 წელი გამოაცხადეს მეოთხე ინდუსტრიის დამწყებ თარიღად. გამოდის რომ, მეოთხე ინდუსტრიაში ყველაფერი თავდაყირა დგება და ადამიანი ტექნოლოგიებს უნდა ფლობდეს ისე, როგორც მესამე ინდუსტრიაში წერა-კითხვას. დრო მოვიდა გავხდეთ ციფრული მოქალაქეები. ტექნოლოგიურ სივრცეში ყველანი კარგად შევდივართ, მაგრამ არ ვიცით როგორ უნდა დავიცვათ თავი. დღეს, როდესაც გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, ბოროტმოქმედთა რაოდენობაც პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა. ყველამ უნდა ვიცოდეთ ჰიგიენის წესები და ეთიკის ნორმები თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ ვირტუალურ სამყაროში, რომ არ გავხდეთ კიბერბულინგის მსხვერპლი“.
რა პროგრამებს გადიან სტუდენტები და რა კატეგორიაზეა გათვლილი, ამის შესახებ ქალბატონი მაკა აცხადებს, რომ აკადემიაში სწავლება სამ კატეგორიად იყოფა, ესაა: 9-დან 14 წლამდე, 14-დან 18 წლამდე და 18 წელს და ზემოთ ასაკის ადამიანებზე. აკადემიაში ისწავლება ტექნოლოგიების შესახებ ყველაფერი სიღრმისეულად, კერძოდ, პროგრამირება, გრაფიკა და დიზაინი, ქსელები და კიბერუსაფრთხოება. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს იუნესკომ მსოფლიოს მასშტაბით აღიარა ჩვენი სასწავლო პროგრამა საუკეთესოდ.კვლევების თანახმად, ფრილანსერთა რიცხვი და შემოსავალი დიდი ტემპით იზრდება. ექსპერტთა პროგნოზით, მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ უკვე დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება ტექნოლოგიებით. ამიტომ, მეოთხე ინდუსტრიაში მოხდება ის, რომ გადალაგდება თვით სამუშაო პროცესიც, დასაქმების და სამუშაო ფორმაც. ძველად იყო მხოლოდ 11 წელი საშუალო განათლება და 5-6 წელი უმაღლესი, მაგისტრატურით და ხელში დიპლომით. ეს იყო გარანტია ერთი პროფესიის, რომელსაც ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ემსახურებოდა. დღეს კი სხვა დროა. წარმატებული მომავლისთვის საჭიროა, რომ თქვენი შვილის ოსტატობას და პროფესიონალიზმს საფუძველი ადრეულ ასაკში ჩავუყაროთ. სკოლის პარალელური სწავლება არა თუ ხელს შეუშლის თქვენს შვილს განვითარებაში, არამედ გაზრდის მისი ცოდნის მარაგს. კარგად მოგეხსენებათ, რომ კომპიუტერის ან სმარტფონის გართობის მიზნით მოხმარება მხოლოდ უქმად აკარგვინებს მოზარდს სწავლისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს. აკადემიაში სწავლებით თქვენს შვილს ეცოდინება კომპიუტერული ტექნიკის და ინტერნეტის გონივრული გამოყენების წესები ინტელექტუალური განვითარებისთვის და შეიძენს არა მარტო მოკლევადიან, არამედ მრავალწლიან პერსპექტივაზე გათვლილ ცოდნას. შესაბამისად, ადრე თუ იყო მუშაობის დასაწყებად გარკვეული ზღვარი, ახლა ეს ძალიან დაბლა ჩამოვიდა, შეიძლება 13-14 წლის ბავშვებიც „იუტუბერები“ ნახოთ, ასევე მათ თავისუფლად შეეძლებათ დისტანციურადაც იმუშაონ.
რაც შეეხება კადრებს,აკადემიის დირექტორი ამბობს, რომ ეს დღემდე პრობლემატურია. არა იმიტომ რომ ქვეყანაში პროფესიონალები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ მოთხოვნაა პედაგოგები უნდა იყვნენ დარგობრივი სპეციალისტები და არა გამოცდილი პედაგოგები და ლექტორები. მუდმივად მიმდინარეობს კადრების მოძიება. ასევე, წარმატებულ სტუდენტებს ისე ვზრდით, რომ შემდეგ მათ შეძლონ სხვებისთვის თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
კითხვაზე, თუ როგორ ხდება სტუდენტების მოზიდვა, ქალბატონი მაკა ამბობს, რომ ეს მტკივნეული თემაა ყოველთვის. „როდესაც ვადევნებ თვალს საზღვარგარეთის ქვეყნებს თუ როგორი სწრაფი ტემპით მიდიან წინ, რა ტენდენციები აქვთ, ჩვენ არანაკლები პოტენციალი გვაქვს, თუმცა არ ვაქცევთ ყურადღებას. ყოველთვის მაწუხებს ის, რომ მეოთხე ინდუსტრია რომ მოვიდა ყველაფერი შეიცვლება და სამწუხაროდ, ფართო საზოგადოება ამას ვერ ამჩნევს. .ჩვენ ვასწავლით მომავლის პროფესიებს. ვიცით, მაგალითად, მსოფლიოში ორი წლის მერე რამდენი მილიონი პოზიცია იქნება მოთხოვნადი და რა უნარებს მოითხოვს. ადამიანებს ახლა დასჭირდებათ ის, რომ თუ მანამდე მხოლოდ თავიანთი პროფესიის ჭრილში სჭირდებოდათ ტექნოლოგიების ცოდნა, ახლა ორი საფეხურით მაღლა უნდა ავიდნენ და ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი. ყველა უნდა მოვემზადოთ. ვერ გავექცევით ამას. მეტსაც გეტყვით, world economical forum არის საერთაშორისო საიტი, სადაც პროგნოზებს აკეთებენ შრომითი ბაზრის გადალაგებაზე და სადაც წერია, რომ 2023 წელს 75 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს მსოფლიოში ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გამო, შესაბამისად პარალელურ რეჟიმში 133 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომელიც სხვა ცოდნას მოითხოვს და მთელი მსოფლიო ფიქრობს რა გააკეთოს. გუგლმა 2019 წელს დაიწყო ტრენინგები, რომელიც მორგებულია იმ მოთხოვნებზე რაც მსოფლიოს წინაშე დგას. გადავავლოთ თვალი ბოლო ოც წელს, იყო მესამე ინდუსტრიის პერიოდი, მანამდე იყო ფანრიანი ნოკიები, შემდეგ შემოვიდა სმარტფონები, ჩვენ ხომ ვერ გავაჩერეთ ეს პროცესი, ზუსტად ასეთივე ტრანსფორმაცია დაიწყება მეოთხე ინდუსტრიაში. მაგრამ აქ უფრო მტკივნეული იქნება, რადგან ეს ეხება ცოდნას და განათლებას და ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას. განსაკუთრებით მშობლებს უნდა მივმართო, რომ ბავშვებს განუვითარონ კომპიუტერული აზროვნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ადამიანისთვის. მთავარია მისი ღერძი და ლოგიკა იცოდეს გააზრებულად“-ამბობს ქალბატონი მაკა.
კითხვაზე რისი ცოდნაა აუცილებელი ბავშვის დონეზე, ქალბატონი მაკა ამბობს, რომ ბავშვის დონეზე აუცილებელია ციფრული წიგნიერება, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სწორად ფლობას, როგორ მოიძიოს ინტერნეტში ინფორმაცია, მისი ანალიზი,ბავშვების ყურადღება და კომპიუტერ-დამოკიდებულება კომპიუტერული თამაშებიდან მისთვის უფრო პროდუქტიულ კომპიუტერულ პროგრამებზე უნდა გადაერთოს და ამაში ჩვენი აკადემია ეხმარება.ახალი თაობის ბავშვებს ალფა თაობას ეძახიან, მათ დაბადებიდანვე იციან და აქვთ შეხება ტექნოლოგიებთან. არ უნდა გვეშინოდეს ტექნოლოგიების პროგრესის, პირიქით მისი სწორად მართვა უნდა ვისწავლოთ. ასევე არსებობს კონტროლის პროგრამა, რომლითაც მშობელს შეუძლია გააკონტროლოს და მართოს თავისი შვილი.
რაც შეეხება პანდემიას, აკადემიის დირექტორის თქმით, ამას დიდად არ უმოქმედია. მეტიც, სამი წელია აკადემია ცდილობს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას, თუმცა რატომღაც ვერ ახერხებდა. 4 მარტიდან დღემდე კი დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული. ასევე პარალელურად მასწავლებლებს ტრენინგებიც ჩაუტარეს, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა ასწავლონ სტუდენტებს..
კითხვაზე, ანაცვლებს თუ არა დისტანციური სწავლება რეალურ დროში სწავლებას, ქალბატონი მაკა ამბობს, რომ შეიძლება ჩაანაცვლოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში დიდი ტვირთი მოდის მასწავლებელზე. ინდუსტრიულ რევოლუციაში ვართ და ეს ადრე თუ გვიან ჩანაცვლდება. აქ ერთადერთი პრობლემაა სოციალური და ფიზიკური ურთიერთობების. როდესაც პანდემია მთლიანად გადაივლის, აკადემია სწავლების ფორმას მთლიანად შეცვლის, ანუ თუ კვირაში სამჯერ არის ლექცია,ორჯერ შენობაში ჩვეულებრივ რეჟიმში ჩაატარებს და ერთხელ დისტანციურად, რადგან ვირტუალური კოლაბორაცია ეს არის ის ერთ-ერთი უნარ-ჩვევა, რომელიც მოეთხოვება თანამედროვე ადამიანს მეოთხე ინდუსტრიაში, რადგან მათ დასაქმება მოუწევთ დისტანციურად და მათ თუ არ აქვთ უნარი და მთელი ნაკრები უნარების გამომუშავებული, ისინი ვერანაირად ვერ გაძლებენ და ვერ დასაქმდებიან ასეთ სამსახურში რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ.
რაც შეეხება იმას, რომ აკადემიას არ აქვს აკრედიტაცია და ეს ხომ არ არის ბარიერი სტუდენტებისთვის, აკადემიის დირექტორი ამბობს, ის პერიოდი,დიპლომებით რომ საქმდებოდნენ დამთავრდა. თუ არ გაქვს პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები ვერ დასაქმდები. „აქამდე არ გაგვიკეთებია და ახლა ვიწყებთ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე გასასვლელად ფსიქოლოგიური ბარიერის გადასალახ სპეციალურ ტრენინგებს. სტუდენტებს ვინც ჩვენთან წელიწადნახევარი ან მეტი ისწავლა მოვამზადებთ ინტერვიუსთვის, მოვუმზადებთ სივს, პორტფოლიოს“-ამბობს მაკა მახათაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქალბატონი მაკა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აპირებს დახვეწოს ონლაინ სწავლება და უნივერსალური გახადოს. ასევე, მსურველებისთვის აპირებს სხვადასხვა სახის პაკეტების შეთავაზებას, რომელსაც განსხვავებული ფასები ექნება იმის მიხედვით, დამოუკიდებლად გინდა სწავლა თუ მენტორის საშუალებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ აკადემიამ საერთაშორისო ბრიტანული აკრედიტაცია მიიღო აიტის მიმართულებით და ვისაც სურვილი ექნება გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე შეუძლია მიიღოს ბრიტანული დიპლომი, რომელიც 72 ქვეყანაშია აღიარებული. ამ დიპლომის მეშვეობით კი შეძლებენ სწავლა ამ ქვეყნების უნივერსიტეტებში გააგრძელონ.