უახლოეს პერიოდში საქართველოში მაღალი სტანდარტის მინის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება

ნოემბრის ბოლოს კომპანია „მეგობრობა“,  თავისი წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს: თუ რას საქმიანობს კომპანია, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში,ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“, სამშენებლო ჯგუფის „მეგობრობა“-ს დამფუძნებელმა მამუკა არევაძემ.

საქმიანობა 2004 წელს მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების სააქმროს დააარსებით დაიწყო. თავდაპირველად, ორნი იყვნენ, დღეს კი 430 თანამშრომელი ყავთ. 2007 წელს  გააფართოვა საქმიანობა და სამშენებლო მიმართულებით დაიწყო მუშაობა. დღეს კომპანიას 7 დასრულებული და 4 მიმდინარე პროექტი აქვს. საამქროდან სამშენებლო მიმართულებით გაფართოვება იმ გარემოებამ გადააწყვეტინა,  რომ ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას ემსახურებოდა, კერძოდ, მათ ამარაგებდა მის მიერ დაარსებულ საამქროში წარმოებული მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრებით, ალუმინებით, ვიტრაჟებით. შესაბამისად, ეს გარდაქმნა  ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს საწარმო აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქციას და არის გერმანული კომპანია„სალამანდრა“-ს პარტნიორი საქართველოში.

კითხვაზე, თუ ვინ არიან ძირითადი მომხმარებლები ბატონი მამუკა აცხადებს, რომ ხარისხიანი პროდუქცია ყოველთვის იძლევა დიდ გარანტიას იმისას, რომ შემდეგში დიდი პროექტები განახორციელოს და იმუშაოს ისეთ დამკვეთებთან, რომლებიც დღეს არიან ლიდერები საბაზრო სივრცეში. ქვეყნის მასშტაბით ყავთ მომხმარებლები. მათი გაკეთებული და დამონტაჟებულია „კოკა-კოლა“-ს ახალი ქარხანა, იუსტიციის სახლის რამდენიმე პროექტი, სავაჭრო ცენტრი „გორგია“, ასევე ემსახურებიან სამშენებლო კომპანიებს. როგორც ბატონი მამუკა ამბობს, თუ გინდა რომ პროდუქცია იყოს გაყიდვადი, აუცილებელია მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი, მომხმარებელს შესთავაზო ახალი, ხარისხიანი პროდუქტი და დანერგო ინოვაციები. კომპანიის წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან ევროპის მასშტაბით ყველა გამოფენას, რადგან არ გამორჩეთ სიახლეები. 

რაც შეეხება, თუ რომელი იყო მათი პირველი პროექტი სამშენებლო სფეროში, სამშენებლო ჯგუფი „მეგობრობა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველი პროექტი იყო ათსართულიანი კორპუსი, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკრო რაიონში, ეს იყო სტანდარტული პროექტი.  დღემდე ხვეწავენ თავიანთ საქმიანობას  და უფრო და უფრო მაღალ სტანდარტებს ნერგავენ. როგორც ბატონი მამუკა განმარტავს, სახლის ასაშენებლად ასობით სამშენებლო მასალა გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამშენებლო მასალა ინდივიდუალურად იქნას შესწავლილი, გამოიცადოს და ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდეს.  ნებისმიერი აშენებული სახლი ას წელზეა გათვლილი და მას ამ პერიოდში არანაირი პრობლება არ უნდა შეექმნას.

კითხვაზე, დასრულებული პროექტებიდან რამდენია რეალიზებული, ბატონი მამუკა ამბობს, რომ შვიდი  პროექტი დასრულებულია და ექსპლუატაციაშია მიღებული. ესენია: გლდანში სამი პროექტი, თემქაზე, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, გურამიშვილის გამზირზე ორი პროექტი. ასევე გურამიშვილის გამზირზე ახლა დაიწყეს 24-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ამერიკული კონცეფციით შენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქვე იქნება სავაჭრო ცენტრები, აფთიაქები, სატრენაჟორო დარბაზები, საბავშვო ბაღი და ა.შ. კომპანიას აქვს 4-წლიანი შიდა განვადება, როგორც ბატონი მამუკა ამბობს, ყველა პროექტში იტოვებს თითო ბინას ან კომერციულ ფართს, რათა მომხმარებელთან ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია.

რაც შეეხება პანდემიას, როგორც სამშენებლო ჯგუფის დამფუძნებელი აცხადებს, ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა. უამრავ ფაქტორთან ერთად, უმთავრესი იყო თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა, რაც შეძლო კიდეც. ამასთანავე, თავის გუნდთან ერთად მალევე მოძებნა გამოსავალი, კერძოდ, პროექტები გადააზღვია, რაც გულისხმობს, რომ პანდემიის მიუხედავად, აუცილებლად დაასრულებს წამოწყებულ  პროექტებს. ბატონი მამუკას განცხადებით, თუ არ შეიქმნა ფორს-მაჟორული სიტუაცია, მათ აქვთ ყველა რესურსი, რომ პროექტები განსაზღვრულ დროში დაასრულონ.

კითხვაზე, შემცირდა თუ არა მოთხოვნა ბინებზე, ბატონი მამუკას განცახადებით, რა თქმა უნდა შემცირდა. „თუმცა ამ კუთხითაც განსხვავებული მოდელით დავიწყეთ მუშაობა, კერძოდ, ბევრი აქცია და ფასდაკლება გამოვაცხადეთ და მომხმარებელზე მოვერგეთ, გავუწიეთ შეღავათები. ადრე თუ მომხმარებელს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან ის ბინა მაინც გაიყიდებოდა და სხვა მაინც გამოჩნდებოდა, დღეს პირიქით, მომხმარებელს მეტ ყურადღებას ვუთმობთ, მის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ და შეღავათებს ვუკეთებთ, რომ შეძლოს ბინის ყიდვა.  ასეთმა მიდგომამ შედეგი მოგვიტანა. ასევე, უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს დიდი თანადგომა სამშენებლო სექტორში სუბსიდირების კუთხით, რამაც ხელი შეუწყო ამ სფეროს მუშაობას და ნამდვილად იმსახურებენ მადლობას. სუბსიდირების კუთხით, 4 პროცენტს სახელმწიფო იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, 60 კვადრატულ ბინაზე სახელმწიფო 18 ათას ლარიან შეღავათს აკეთებს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორთან. იგეგმება კიდევ სხვა დამატებითი პროექტებიც“- აცხადებს მამუკა არევაძე.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბატონი მამუკა ამბობს, რომ მთავარია პანდემია დასრულდეს, რადგან მათ უამრავი პროექტი აქვთ განსახორციელებელი. ყველაზე გრანდიოზული პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლიდან გეგმავენ არის – „ქალაქი სოფელში“. კერძოდ, ერთ-ერთ გარეუბანში აპირებენ 250 ოჯახზე გათვლილი კერძო ორსართულიანი სახლები ააშენონ, სადაც იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ჯსუფთა ჰაერი. ყველაფერი იქნება ერთ დიდ სივრცეშ, გამაჯანსაღებელი ცენტრებით, სავაჭრო ქსელებით, ასევე იგეგმება, თანამედროვე ევროპული სკოლის აშენებაც. რაც საშუალებას მისცემს, 250 შემოდგომაზე ე.წ საერთო სარგებლობის მიწაზე  რთველში მიიღოს მონაწილეობა.

ასევე, პანდემიის დასრულებისთანავე გეგმავენ მინის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას, სადაც წარმოებული პროდუქცია 99 პროცენტით უსაფრთხო იქნება. აღნიშნულ პროექტში 3 მლნ.ინვესტიცია ჩაიდო. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის ქარხანა, სადაც მოხდება მინის დამრგვალება, დახატვა, ლამინირება, წრთობა და ა.შ.  როგორც ბატონი მამუკა აცხადებს, მათი მიზანია, მეტი კონკურენცია და დაბალი ფასი. ფაქტობრივად, ეს პროექტი მზადაა, მაგრამ პანდემიის გამო ჩინეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ელოდებიან პანდემიის დასრულებას, რათა მოხდეს ქარხნის ამუშავება.

ასევე, თვის ბოლოს იგეგმება საგამოფენო სივრცის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება 70-მდე სახეობის პროდუქცია, მათ შორის 14 ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში ჯერ არ შემოსულა, რაც კომპანიამ შეიძინა ნიმუშების სახით, რათა მსოფლიო  სიახლეები ქართველ მომხმარებელს გააცნოს. როგორც ბატონი მამუკა აცხადებს, აღნიშნულ გამოფენაზე სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასწრება  და სასურველი პროდუქციის შეძენა.

https://www.facebook.com/radiochveneburi/videos/1066270880493608

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *