წელს შუა საუკუნეების ფილოსოფოსის, აბუ-ნასრ იბნ-მუხამმედ ალ-ფარაბის 1150 წლისთავი აღინიშნება
მიმდინარე წელს იუნესკოს ეგიდით შუა საუკუნეების აღმოსავლური ფილოსოფოსის აბუ-ნასრ იბნ-მუხამმედ ალ-ფარაბის 1150 წლისთავი აღინიშნება. ყაზახეთისთვის ეს თარიღი განსაკუთრებულია, რადგანაც არისტოტელეს და პლატონის მიმდევარი, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფიური სკოლების განვითარებაზე, ალ-ფარაბი დაიბადა თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე.
ფილოსოფოსის სამშობლოში იუბილე აღინიშნება სახელმწიფო მასშტაბით. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა თანამედროვეების მიერ ალ-ფარაბის მემკვიდრეობის მნიშვნელობის გათვალისწინება, რომლებიც დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ საზოგადოებრივი ცნობიერების მოდერნიზაციის კონტექსტში და ახალგაზრდობის ღირებულებების ორიენტირების ფორმირებისას.
წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ფილოსოფოსისადმი მიძღვნილი 500 მდე სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის მრავალი სიმპოზიუმი, საერთაშორისო კონფერენციები და ა.შ. კორონავირუსის და კარანტინის გამო ეს შეხვედრები ტარდება ონლაინ რეჟიმში. მიმდინარე წელს ასევე გამოიცა ალ-ფარაბიზე მრავალი წიგნი, ფილმი.
აღმოსავლეთის გამოჩენილი მოაზროვნე აბუ ნასრ ალ-ფარაბი დაიბადა 870 წელს ქალაქ ფარაბში, რომლესაც მოგვიანებით ოტრარი ეწოდა, რომელიც მდებარეობს იმ ადგილას სადაც მდინარე არისი სირდარიაში ჩაედინება (რაც შეესაბამება თანამედროვე ყაზახეთის ოტრარის რაიონს სამხრეთ ყაზახეთის ოლქს). ის გამოსულია თურქთა პრივილეგირებული ფენიდან, რაზეც მეტყველებს სიტყვა „თარხანი“, მისი სრული სახელის შემადგენლობაში: აბუ-ნასირ მუხამმად იბნ-მუხამმად იბნ-თარხან იბნ-უზლაგ ალ-ფარაბი ათ-თურქი.
მეცნიერების საფუძვლებს აბუ ნასრი გაეცნო ოტრარში, სადაც ის 20 წლამდე ცხოვრობდა, და ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ფილოსოფიურ და სამეცნიერო ნაწარმოებებს, ზოგი მეცნიერის აზრით, იმ დროისათვის უმდიდრეს ოტრარის ბიბლიოთეკაში, მსოფლიოში მეორე წიგნებისა და ხელნაწერების რიცხვით სახელგანთქმული ალექსანდრიის წიგნსაცავის შემდეგ.
ცხოვრების მრავალი წელი მან გაატარა ბაღდადში, გამოჩენილი მეცნიერებებისა და მოაზროვნეების წრეებში. კერძოდ, ალ-ფარაბის ჰქონდა შესაძლებლობა ძალიან ადრე გაცნობოდა არისტოტელეს, პლატონისა და სხვა ძველი ბერძნული ფილოსოფოსების ნაშრომების დედნებს და გახდა აღმოსავლეთის პერიპატეტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რასთან დაკავშირებითაც, მან მიიღო მეტსახელი „მეორე მასწავლებელი“ არისტოტელეს შემდეგ.
ალ-ფარაბისა და არისტოტელეს ბევრი საერთო აქვთ: ფართო და მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესები, ყოფიერების და მასში ადამიანის ადგილის ფილოსოფიურად გააზრება, სიახლოვე „საყოველთაოდ მიჩნეული აზრისა“ და ხალხის პრაქტიკულ ცხოვრებისეული სიბრძნისადმი. ალ-ფარაბიმ საკუთარი წვლილი შეიტანა ლოგიკის მეცნიერებაში, რომელიც პირველად ბერძენმა წინამორბედმა შეიმუშავა.
- ალ-ფარაბის მემკვიდრეობა
აბუ ნასრ ალ-ფარაბის ინტერესთა შორის იყო ასტრონომია, ლოგიკა, მუსიკის თეორია, მათემატიკა, სოციოლოგია, ეთიკა, მედიცინა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და სამართალი. ალ-ფარაბი ნამყოფი იყო ბუხარაში, მერვიში, ხორანში, ალექსანდრიაში, კაიროშო, დამასკოში, ბაღდადში, რამაც ხელი შეუწყო მოაზროვნის მრავალმხრივ განვითარებას და 70-მდე ენისა და დიალექტის დაუფლებას (თავისუფლად ფლობდა თურქულ, არაბულ, ბერძნულ, სპარსულ ენებს, რაზეც მოწმობს მისი ნამუშევრები სხვადასხვა აღმოსავლურ დიალექტებზე).
მან დატოვა მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა – დაახლოებით 200 ტრაქტატი, რომლებიც მოიცავენ ყველაზე განსხვავებული ცოდნის დარგებს. ალ-ფარაბიმ კომენტარები დაწერა არისტოტელეს ისეთი ნაშრომებისათვის, როგორიც არის „კატეგორია“, „ჰერმენევტიკა“, „სოფისტიკა“, „რიტორიკა“, „ლოგიკა“ და „პოეტიკა“, ასევე პორფირიის „ფილოსოფიის შესავლისთვის“ და სხვა მოაზროვნეების.
ალ-ფარაბის ორიგინალი ნაშრომებიდან ყველაზე ცნობილია „სიბრძნის მარგალიტების“ ტრაქტატი, „კეთილშობილური ქალაქის მცხოვრებლების შეხედულებების შესახებ ტრაქტატი“, „ფილოსოფიური ტრაქტატები“ და „დიდი წიგნი მუსიკაზე“, რომელმაც მას ცნობადობა მოუტანა შუა საუკუნეების ევროპაში.
„მეცნიერებების კლასიფიკაციის შესახებ“ ტრაქტატში ალ-ფარაბიმ მკაცრი თანმიმდევრობით ჩამოთვალა თავისი დროის მეცნიერებები და განსაზღვრა თითოეული კვლევის საგანი. „ალმაგესტის“ დანართების წიგნის“ ტრიგონომეტრიულ თავებში მან გამოკვეთა ძირითადი ცნებები ტრიგონომეტრიულ ხაზებზე და ტრიგონომეტრიული ცხრილების შედგენის პრინციპების შესახებ.
„ევკლიდეს პირველი და მეხუთე წიგნების შესავლებში სირთულეებზე კომენტარებში“ ალ-ფარაბიმ განიხილა გეომეტრიის ძირითადი ცნებები და გააკრიტიკა ევკლიდეს ამ ცნებების გადმოცემის თანმიმდევრობა არისტოტელეს ფილოსოფიის თვალსაზრისით.
ალ-ფარაბის ხელნაწერები მიმოფანტულია მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკაში. ასევე მრავალრიცხოვანია მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც ალ-ფარაბის მემკვიდრეობის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი.
ალ-ფარაბის სახელი მტკიცედ შევიდა მეცნიერების და კულტურის მსოფლიო ისტორიაში. მისი ნაშრომები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ევროპულ რენესანსზე, გახდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებისა და ფილოსოფიების დაახლოების დამაკავშირებელი ხიდი.
ალ-ფარაბის ნაშრომების თარგმანები ლათინურ და ებრაულ ენებზე შუასაუკუნეების ევროპაში სრულდებოდა ძალიან დიდი ხნის წინ (XII-XIII საუკუნეებში), ხოლო 1930–1932 წწ. პარიზში გამოქვეყნდა „დიდი წიგნი მუსიკაზე“-ს პირველი ნაწილის თარგმანი ფრანგულ ენაზე, რომელიც ფრანგმა მეცნიერემა ერლანჟემ თარგმნა.
ალ-ფარაბის ფილოსოფია
ალ-ფარაბი ნამდვილად იყო მსოფლიო დონის ადამიანი, თავის შემოქმედებაში მან დაახლოვა და სინთერზირება მოახდინა არაბული, სპარსული, ბერძნული, ინდური და საკუთარი, თურქისტული კულტურის ყველაზე ღირებული მიღწევების. უკანასკნელის გამოძახილი განსაკუთრებით ნათლად ჩანს მის ცნობილ „კიტაბ ალ-მუზიკ ალ-ქაბირში“ („მუსიკის დიდი წიგნი“). მაგრამ ის იყო არა მხოლოდ მეცნიერ-ჰუმანიტარი, რომელმაც დაახლოვა განსხვავებული კულტურული ტრადიციები, მასში ცხოვრობდა მეცნიერების რეფორმატორის გენიოსი, რომელიც ცდილობდა თავისი დროის ცოდნის სისტემატიზირებას, რაც აისახა მის ტრაქტატში „სიტყვა მეცნიერებათა კლასიფიკაციის შესახებ.“
„ტრაქტატში შეხედულებებზე კეთილშობილური ქალაქის მცხოვრებთათვის“ ავტორი ათანაბრებს საზოგადოებას სახელმწიფოსთან და მიიჩნევს, რომ ადამიანის მოღვაწეობის მიზანი – ბედნიერებაა. მისი მიღწევა, ალ-ფარაბის აზრით, შესაძლებელია გონივრული შემეცნებით. „ქალაქი“ გახდება კეთილშობილური მაშინ, ამტკიცებდა ალ-ფარაბი, როდესაც მასში საპატიო ადგილს მეცნიერება და ხელოვნება დაიკავებს, როდესაც მოაზროვნე ადამიანები არა მხოლოდ შეინარჩუნებენ თავის პატივსა და ღირსებას, არამედ თავისი მაგალითით და ზემოქმედებით თანამოქალაქეების სულიერებაზე, როგორც მმართველების, ასევე დაქვემდებარებულების, ყველასათვის ნორმად აქცევენ სრულყოფილებისკენ სწრაფვას. ალ-ფარაბი კეთილშობილურ ქალაქს უპირისიპირებს უმეცარ და დაკარგულ ქალაქს, ნამდვილად კეთილ ადამიანს კი იმას, რომელიც ცხოვრობს დაბალი ფასეულობებით სიცრუეში, ცილისწამებასა და ქედმაღლობაში.
ძველი ბერძნული ჰუმანიტარული აზრების საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით, ალ-ფარაბიმ გააკრიტიკა მისი მთელი რიგი დებულებები, განსაკუთრებით პლატონის სოციალურ-პოლიტიკური სწავლება. განსხვავებით ძველი ბერძნული ფილოსოფოსებისაგან, ის არ ზღუდავდა „ადამიანის“ ცნებას ეთნიკური ჩარჩოებით. ალ-ფარაბი ამტკიცებდა, რომ ადამიანების შემეცნების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული ეროვნულ, რასობრივ, სოციალურ, რელიგიურ კუთვნილებებზე.
ალ-ფარაბი პედაგოგიკის რეფორმატორივით აზროვნებდა, რომელიც ცდილობდა ცოდნის მიწოდებას ხალხის მასისთვის და განათლების კაცობრიობაში ადამიანობის განვითარებასთან დაკავშირებას. მისი ფილოსოფიური მოსაზრებების არაჩვეულებრივობა და გამბედაობა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საზოგადოებრივ აზრთან. ის განსაკუთრებულ დამოუკიდებლობას იჩენდა თავის აზროვნებაში და თანმიმდევრულად იცავდა თავის შეხედულებებს.
მან სიცოცხლის ბოლო წლები ალეპოსა და დამასკოში გაატარა, მან არჩია სასახლის აურზაურისგან მოშორებით ცხოვრება. იგი გარდაიცვალა 950 წელს ქ. დამასკოში 80 წლის ასაკში და დაკრძალულ იქნა ეგრედ წოდებული მცირე ჭიშკრის უკან.
ალ-ფარაბის სახელი ყაზახეთში
დამოუკიდებელ ყაზახეთში ალ-ფარაბის სახელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დღეს ალ-ფარაბის სახელს ატარებს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი. ალ-ფარაბის სახელი ასევე ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებს აქვთ მინიჭებული, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ გამზირს ქ. ალმა-ატაში.
„Әл-Фараби мұрасы“ („ალ-ფარაბის მემკვიდრეობა“) წიგნის გამოფნაზე ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია 400 მეტი წიგნი, ფოტოები, რუკები, ციტატები, რომლებიც მოგვითხრობენ ალ-ფარაბის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
2010 წელს იუნესკოს ეგიდით ყაზახი პოეტისა და საზოგადოებრივი მოღვაწის ოლჟას სულეიმანოვის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა „ალ-ფარაბი და ევროპული რენესანსი“ მეცნიერების მონაწილეობით ორი ათეული ქვეყნიდან.
2014 წლიდან ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნულ უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო „ფარაბეული წაკითხვები“ სტუდენტებისთვისა და ახალაგაზრდა მეცნიერთათვის, ასევე „ფარაბის ოლიმპიადა“ უფროსკლასელთათვის. უნივერსიტეტში ინერგება სამეცნიერო-ინოვაციური პროექტი „ალ-ფარაბის უნივერსიტეტი Smart city“, ალ-ფარაბის ნაშრომებთან დაკავშირებულ თემებზე, ხდება სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციების დაცვა ფარაბის მცდონეთა მოწვევით სხვადასხვა ქვეყნებიდან.