გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო
2018 წლის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო. მისი მიზანი იყო ვიზიტორებისთვის ქალაქის ადაპტირება, მისი კულტურისა და ისტორიის მაქსიმალურად გაცნობა, დასვენების სასიამოვნო და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება, ქალაქში ტურისტების უფრო ხანგრძლივად დარჩენა და კვლავ დაბრუნების სურვილის გაჩენა.პროექტის დასრულება 2021 წლის იანვარში იგეგმება, რომლის შემდეგაც ქალაქი გორი შიდა და გარე ვიზიტორების წინაშე თავისი ახალი იდენტობითა და დინამიური ხასიათით წარდგება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა: ლომჭაბუკის სკვერს, სკვერში არსებულ საგამოფენო დარბაზს, შოთა რუსთაველის მემორიალს და მიმდებარე ტერიტორიას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გორის ციხის გარშემო და მიმდონარეობს ველობილიკის მოწყობა შესაბამისი პარკირების სივრცეებით.
ასევე შეიქმნა, დამატებითი სივრცეები ტურისტებისთვის, როგორებიცაა: ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ლომჭაბუკის სკვერში; სავაჭრო სივრცე და საზოგადოებრივი საპირფარეშო გორის ციხის ფერდობზე; ეროვნული საკვებისა და ხელნაკეთობების სახელოსნოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გთხოვთ იხილოთგორიში არსებული მასშტაბური სარეაბილიტაციო საქმიანობების შესახებ გადაღებული ვიდეო. https://www.youtube.com/watch?v=QejaZPZr618&t=2s