იზრდება ორმხრივი და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები ყაზახეთსა და საქართველოს შორის
ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისმა დაამტკიცა კანონპროექტი „პროტოკოლის რატიფიკაციის შესახებ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 6 მარტის ხელშეკრულებაში ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაზე“. აღნიშნული პროტოკოლი ითვალისწინებს სანებართვო სისტემის დამკვიდრებას საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვების განხორციელებაზე ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, ტრანზიტს მათი ტერიტორიების გავლით, ასევე მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებას იმ გადამზიდავების მიერ, რომლებსაც ნებარდართული აქვთ ასეთი გადაზიდვების განხორციელება, და სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც რეგისტრირებულია აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში