საკუთარი ვებგვერდი თვეში 199 ლარად

Kovzy.com-ზე  facebook-ის, Instagram-ის და  facebook messenger-ის საშუალებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი საყვარელი კერძები სასურველ რესტორანში: კომპანია „kovzy.com“-ის დირექტორი სანდრო დარსაველიძე.

“ეს არის ელექტრონული კომერცია, რომელიც ეხმარება რესტორნებს გაციფრულებაში”  თუ როგორია კომპანიის საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში,  ამის შესახებდეტალურად ისაუბრარადიოგადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალითაობისბიზნესი“ კომპანია „kovzy.com“-ის დირექტორმა სანდრო დარსაველიძემ.

Kovzy.com  არის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია რესტორნებზე და მათ  აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად, ერთ დღეში,  კომპანიის ჩართულობის გარეშე შექმნან პერსონალური ვებგვერდი სრული ფუნქციონალით და თვითონ მართონ. ამასთანავე, არანაირი საწყისი კაპიტალი არ არის საჭირო. 

კითხვაზე, როგორ მოხდა თანხების მოძიება და რა თანხა ჩაიდო ამ ბიზნესში, ბატონი სანდრო ამბობს, რომ ეს იყო კერძო ინვესტიცია დამფუძნებლებისგან, შემდეგ მოიპოვეს ჯიტას 100 ათასლარიანი გრანტი. ამ დროისთვის,  ჯამური ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს გადაცდა. კომპანიას ყავსგუნდი, რომელიც 25 ადამიანისგან შედგება და ამ ინვესტიციაში შესულია მათი ანაზღაურება, საოფისე და ტექნიკური ხარჯები. ახლა უკვე პროექტი ჩაშვებულია და უკვე დაიწყო თანხის გენერირება, თუმცა  ინვესტიციებს კვლავ ეძებენ.

რაც შეეხება დარეგისტრირებას, მსურველი უნდა შევიდეს პლატფორმაზე „Kovzy.com” და დარეგისტრირდეს, მიყვეს მენიუს.  დარეგისტრირება საკმაოდ მარტივია. მენიუ რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კატეგორიები, ულიმიტოდ ატვირთონ კერძები, ფოტოსურათები, მოკლე აღწერა, ფასები, გააკეთონ პროდუქტების დივერსიფიკაცია. მომხმარებელთან ჩანს პროდუქტი, მისი აღწერა და ფასი. რედაქტირებაც შესაძლებელია, შეზღუდვები არ არის.  როგორც სანდრო დარსაველიძე ამბობს, კომპანია ყველანაირ კომფორტს უქმნის რესტორნებს, თუ რესტორანი დამატებით ფუნქციონალს მოითხოვს, მაშინვე ურთავენ. ასევე, პლატფორმას აქვს საძიებო ველიც. „მომხმარებელი რომ შემოდის, მან არ იცის რესტორნის  საიტი აწყობილია ჩვენი კომპანიის მიერ  თუ ძველი ტრადიციული მეთოდით. ჩვენი კომპანია არ ჩანს. ჩვენ ჩავანაცვლეთ აიტი კომპანია, დრო და ხარჯები.  ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომ დავეხმაროთ რესტორნებს თვითონ შექმნან თავიანთი საიტი. შეკვეთის გაკეთება სამი „კლიკის“ მეშვეობით ხდება“.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმას აქვს სამენოვანი მხარდაჭერა: ქართული, რუსული, ინგლისური. ინტეგრირებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელებთანაც – facebook, Instagram, facebook messenger. ასევე ადაპტირებულია ნებისმიერ პატარა მოწყობილობაზე, მობილურზე, პლანშეტზე და ასე შემდეგ. ნებისმიერი ფუნქციონალის ჩართვა-გამორთვა, ვებგვერდის გაკეთება-გაუქმება შეზღუდული არ არის.   პლატფორმას აქვს კიდევ მნიშვნელოვანი ფუნქცია რეპორტინგი, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია  მოხდეს სხვადასხვა ჭრილში სასურველი ინფორმაციის ამოღება.

კითხვაზე, რა ეტაპებს გადის შეკვეთა, სანამ ფიზიკურ პირთან მივა და როგორ ხდება გადახდა, კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ რესტორნის ვებგვერდზე  შეკვეთის მიღება მომენტალურად აისახება, მაგრამ მომხმარებელი როდის მიიღებს მას, ეს რესტორანზეა სრულად დამოკიდებული. „კოვზი“ არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, რესტორანმა უნდა შექმნას და მართოს საკუთარი  ვებგვერდი. ხოლო,  შიდა მენეჯერს როგორ წარმართავს რესტორანი ეს მათი საქმეა. რაც შეეხება გადახდას, შესაძლებელია როგორც ბარათით ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. პლატფორმაზე  საქართველოში არსებული ყველა უმსხვილესი ბანკია.

რაც შეეხება მომხმარებლის  და რესტორნების დაცულობას კიბერთავდასხმისგან, ბატონი სანდრო განცხადებით, კომპანიას კარგად აქვს შესწავლილი და გაანალიზებული ყველა შესაძლო რისკი და საფრთხე და  მაქსიმალურად დაზღვეულები არიან.

კითხვაზე, რომელი კვების ობიექტს შეუძლია პლატფორმაზე დარეგისტრირება და რა დაუჯდება კვების ობიექტს კომპანიასთან თანამშრომლობა, დამფუძნებლის განცხადებით, „kovzy.com”-ით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს, ვისაც ამის სურვილი აქვს. დღეს ყველას სჭირდება პერსონალური ვებგვერდი. დარეგისტრირება და ვებგვერდის  შექმნა არის უფასო.  დარეგისტრირების შემთხვევაში კვების ობიექტი იხდის მხოლოდ ყოველთვიურ გადასახადს 199 ლარს. ამის გარდა, კომპანია არ იღებს  არანაირ საკომისიოს გაყიდვებიდან. ეს არის მინიმალური თანხა. ძველი ტრადიციული მეთოდით, საკუთარი ვებგვერდის შექმნა 100 ათასი ლარი ღირს, ამასთანავე მას  სჭირდება ვებგვერდის მუდმივი განახლება. შუამავალი კომპანიის გაყიდვებით უფრო მეტი ხარჯი აქვს ნებისმიერ კომპანიას, ვიდრე საკუთარი ვებგვერდით. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რესტორანს თავიანთ მომხმარებლებთან, უშუალო პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ.

რაც შეეხება პანდემიას, როგორც ყველა სფეროს, მათთაც შეუცვალა გეგმები, თუმცა ცდილობენ ნაბიჯის აწყობას. როგორც ბატონი სანდრო ამბობს, ელექტრონული კომერცია 1994 წელს დაიწყო. 2011 წელს ონლაინ გაყიდვების 8 % მოდიოდა კვების ინდუსტრიაზე, 2019 წელს 52 % იყო, 2020 წლის მაისის მონაცემებით 77 %-იანი ზრდაა. პანდემიამ  4-6 წლით დააჩქარა  ელექტრონული კომერციის  განვითარება.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, „კოვზი“-ს დირექტორი ამბობს, რომ კომპანია ბევრი ფუნქციონალის დამატებას აპირებს. ამ ეტაპზე ის რესტორნები ვინც უკვე პლატფორმაზე არიან ჩართულნი, თავად უზრუნველყოფენ მიტანის ნაწილსაც და ეს ერთგვარი თავსატეხია მათთვის. ამიტომ, კომპანია იანვრის ბოლოდან ახალი ფუნქციონალის დამატებას აპირებს, კერძოდ, პლატფორმაზე იქნება მძღოლების მხარე, სადაც მძღოლს სკუტერით, ველოსიპედით, მანქანით შეუძლია დარეგისტრირდეს. რესტორანს ექნება  მძღოლების არჩევანი. ამ პრინციპით  დელივერის პრობლემა მოგვარდება ეს დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა.

https://www.facebook.com/watch/live/?v=239831464244280&ref=watch_permalink

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *