„ჰებე“ ინოვაციური კლინიკა თბილისში

„როდესაც გადაწყვეტ იყო ექიმი, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. პაციენტისთვის უარის თქმა არ შეიძლება“აცხადებს სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“-ს დამფუძნებელი ქეთი გუჯაბიძე.

თუ როგორია კლინიკის  საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში,  ამის შესახებდეტალურად ისაუბრარადიოგადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალითაობისბიზნესი“ სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“-ს დამფუძნებელმა ქეთი გუჯაბიძემ.

კლინიკა 2018 წელს დაარსდა. ეს არ იყო  ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. მის აწყობას სამი წელი დასჭირდა და იგი არის სრული მომსახურების კლინიკა.  ეს არ არის მარტო სტომატოლოგიური კლინიკა, ეს არის ორგანიზაცია.

რაც შეეხება სახელს, მარტივი სახელი აირჩიეს, რაც ნიშნავს  ახალგაზრდობის ქალღმერთს. კლინიკაში 20 თანამშრომელია. კლინიკას ყავს გნათოლოგი და ეპიდემიოლოგი. „ჰებე“ მდებარეობს საბურთალოზე,  არჩილ ცაგარელის ქუჩაზე #3.  

კითხვაზე, კლინიკის დაარსების მომენტში რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ პირველი, რაც ყველაზე რთული იყო კოლექტივის შეკრება და შემდეგ პაციენტების მოძიება. თუმცა დღეს ამაყობს თავისი კოლექტივით და არც პაციენტების სიმცირეს უჩივის, თუმცა ამ მხრივ, პანდემიამ მაინც შეუშალა ხელი, თუნდაც იმიტომ, რომ უცხოელი პაციენტები აღარ ყავთ კლინიკაში.  როგორც ქეთი გუჯაბიძე ამბობს, პაციენტებისთვის არანაირ ძალისხმევას არ იშურებენ, დიდ დროს უთმობენ და ცდილობენ მაქსიმალურის გაკეთებას.

რაც შეეხება პირველად ინვესტიციას, როგორც ქალბატონი ქეთი ამბობს, ეს ყველაფერი თავისი ოჯახის სახსრებით  დაიწყო. შენობაც, სადაც კლინიკაა განთავსებული მის საკუთრებაშია. დანადგარები ეტაპობრივად შეიძინეს და ყველა ძალიან მაღალი ხარისხისაა.

სტომატოლოგიური დანადგარები ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორ ახერხებს კლინიკა ფეხი აუწყოს თანამედროვე პროგრესს, კლინიკის დამფუძნებელი ამბობს, რომ  არის აპარატები, რომლებიც დიდხანს არ კარგავენ აქტუალურობას, ამიტომ ღირს ძალიან ძვირი. კლინიკა მაღალი დონის აპარატებს ეტაპობრივად ყიდულობს და ცდილობს პროგრესს ფეხი აუწყოს.

რაც შეეხება გნათოლოგიას, რომლის სპეციალისტიც ყავს კლინიკა „ჰებე“-ს, ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ  გნათოლოგია არის ახალი მიმართულება სტომატოლოგიაში. ის შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის მორფოფუნქციურ ურთიერთკავშირს ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.  გნათოლოგია საკმაოდ რთული დარგია, დარღვევის შემთხვევაში, ის ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, კერძოდ, ტკივილს, ტკაცუნს, დაჭიმულობას, პირის გაღების შეზღუდვას, შუილს ყურებში და ასევე ხვრინვას. ეს არის ახალი დარგი და „ჰებე“-ს ყავს სპეციალისტი.

კითხვაზე, რა რაოდენობის უცხოელი პაციენტი ჩამოდიოდა მის კლინიკაში სამკურნალოდ, ქეთი გუჯაბიძე ამბობს, რომ მის კლინიკაში ძირითადად მოსკოვიდან და ისრაელიდან ჩამოდიოდნენ პაციენტები და ამ მხრივ, განსაკუთრებით, ივლის-აგვისტოს თვე იყო დატვირთული. „ჩვენთან მუშაობს სტომატოლოგი, რომელიც მოსკოვში მუშაობდა გარკვეული წლები და მისი პაციენტების 60 % მოსკოვიდან ჩვენს კლინიკაში ჩამოდიოდა და იღებდნენ სტომატოლოგიურ მომსახურებას“.

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ფასების ზრდა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, ქეთი გუჯაბიძე განმარტავს, რომ  ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, პირველი ისაა, რომ საქართველოში არ ხდება იმ  სამედიცინო მასალების წარმოება, რომელიც აუცილებელია სტომატოლოგიური მომსახურებისთვის, ამიტომ უკვეთავენ უცხოეთის ქვეყნებში და დოლარის და ევროს კურსიდან გამომდინარე ხდება ფასების ცვლილება, მეორე ისაა, რომ პანდემიის ფონზე სახელმწიფომ შეიმუშავა  რეგულაციები, რამაც გააძვირა  მომსახურება. თუმცა კლინიკა ამ რეგულაციებს პანდემიამდეც იცავდა,  მაგრამ მაშინ თუნდაც პირბადე, სამედიცინო ხალათი და სხვა ატრიბუტები სამჯერ იაფი ღირდა, პანდემიის დროს კი საგრძნობლად გაძვირდა. ეს და უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას ფასებზე. ამიტომაა, რომ ადრე კბილის ამოღება თუ ღირდა 20 ლარი, დღეს 60-70 ლარია.

კითხვაზე, პანდემიამ მიაყენა თუ არა ზარალი კლინიკას, ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ პანდემიის დროს, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა კლინიკამ ზარალი განიცადა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში მოდიოდნენ ადამიანები, ვისაც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებოდათ, მაგრამ სამკურნალო თანხა არ ჰქონდათ. კლინიკა ასეთ ადამიანებს უფასოდ მკურნალობდა, ასევე კლინიკა პირველი ლოქდაუნიდან სამი თვის განმავლობაში ბავშვებს უფასოდ მკურნალობდა. ამიტომ კლინიკა  ზარალზე წავიდა,  ანუ პაციენტების ნაწილში ვარდნა არ ჰქონიათ, ვარდნა ჰქონდათ ფინანსურ ნაწილში. დღემდე კლინიკამ ვერ შეძლო ფინანსური დანახარჯის შევსება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად შრომობენ. შეზღუდვების პერიოდში გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებისთვის კლინიკა გასცემს ცნობას გადასაადგილებლად, რათა პაციენტი არ დაჯარიმდეს.

თუ როგორ ახერხებენ თავის დაცვას პანდემიის პერიოდში, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ჰიგიენის წესებს უმაღლეს დონეზე იცავენ, სისტემატურად აკეთებენ მთლიანი შენობისსტერილიზაციას, 14 დღეში ერთხელ კოვიდ ტესტებს იკეთებენ.

კითხვაზე, კლინიკა ემსახურება თუ არა კოვიდ ინფიცირებულებს, ქეთი გუჯაბიძე ამბობს, რომ,  როდესაც გადაწყვეტ იყო ექიმი, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. პაციენტისთვის უარის თქმა არ შეიძლება. ასეთ სიტუაციას განსაკუთრებული მართვა სჭირდება. „ჰებე“-ს  ყავს ეპიდემიოლოგი და ამიტომ ზუსტად იცავენ ყველანაირ წესს. ექიმები, მორიგეობით, საღამოს იღებენ ასეთ პაციენტებს და ნორმების სრული დაცვით, ეკიპირებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კლინიკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მაინც ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული, თუმცა სიახლეებს და ზრდას მაინც გეგმავენ.   პანდემია გარკვეული პერიოდით მაინც იქნება და  ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად რომ შეიძლება სხვა სირთულეებიც იყოს. რაც შეეხება ზრდას, „ჰებე“ ქსელურად უნდა განვითარდეს, ფილიალები უნდა გაიხსნას. თავდაპირველად, ფილიალის გაკეთებას ბათუმში ფიქრობენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *