ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გაიხსნება ახალი მულტიმოდალური ტერმინალი
2021 წლის იანვარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე იგეგმება საერთაშორისო კომპანიის «Wondernet Express»-ის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ექსპლუატაციაში შეყვანა. მშენებლობა მიმდინარეობს აღნიშნულ სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების უშუალო ჩართულობით. თანამედროვე ტერმინალი სპეციალიზირებული იქნება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ კი უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან წამოსული პროდუქციის ტრანზიტზე, გადამუშავებაზე და შენახვაზე მსოფლიო ბაზრებზე მათი შემდგომი გადაზიდვის მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმში აღნიშნული ტერმინალი იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან და წესებთან. ტერმინალის კონცეპტუალური დიზაინი მომზადდა კომპანია «Royal Haskoning DHV» მიერ და გახდება ცენტრალური აზიის-აზერბაიჯანი-საქართველოს ახალი ლოგისტიკური დერეფნის ნაწილი, ხოლო შემდეგ კი შავი ზღვის გავლით პროდუქცია მიეწოდება ევროპის და აფრიკის სხვადასხვა მომხმარებლებს და ასევე სხვა ქვეყნებს.
დაწყებით ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე იძლევა მინერალური სასუქის წელიწადში 1 200 000 ტონამდე გადამუშავების საშუალებას.