ყაზახეთში ხელი მოეწერა კანონს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის კანონს „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატიური ოქმის რატიფიკაციის შესახებ, მიმართული სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე“. კანონის ტექსტი იბეჭდება პრესაში. კანონის თანახმად, ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთაშორისო პაქტს, იღებენ შემდეგ ვალდებულებებს: • არ გამოიყენონ სიკვდილით დასჯა. • მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის თავის იურისდიქციის ფარგლებში. ყაზახეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა საომარ დროს ადამიანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ სამხედრო ხასიათის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის.მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე ყაზახეთში შემოღებულ იქნა 2003 წლის 17 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის პირევლი პრეზიდენტის ნ.ნაზარბაევის ბრძანებულებით.