EBRD-ის 2020 წლის რეკორდული ინვესტიცია საქართველოში COVID-19-ის საპასუხოდ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კორონავირუსის პანდემიას საქართველოში, 2020 წელს, რეკორდული ინვესტიციებით გამოეხმაურა. ჯამში, 630 მილიონი ევროს ღირებულების 16 პროექტს მოეწერა ხელი, რაც ქვეყანას გადაუდებელი ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. 2020 წლის მოცულობა ორჯერ აღემატება ბანკის საქმიანობის წინა წელს.

ბანკმა ხელი შეუწყო ეკონომიკის გამძლეობას ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მხარდაჭერით. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ბანკმა იმუშავა კერძო კომპანიებისთვის ქართული ლარის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად 200 მილიონი აშშ დოლარი –ლარის სავალუტო სვოპის შექმნით და EBRD–ს საშუალება მიეცა უზრუნველყოს ლარის ლიკვიდურობის საიმედო წვდომა და განაგრძოს სესხის გაცემა ადგილობრივ ვალუტაში.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა: „EBRD–ის გუნდმა შთამბეჭდავი სამუშაო განახორციელა კლიენტების დასახმარებლად, პანდემიის ეკონომიკურ შედეგზე რეაგირების პროცესში. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ზომებს, როგორიცაა საგანგებო ლიკვიდურობის, საბრუნავი კაპიტალისა და სავაჭრო ფინანსების უზრუნველყოფა. ინვესტიციებთან ერთად, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობით, ჩვენ დავეხმარეთ კერძო სექტორს კრიზისთან გამკლავებაში. ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.”

EBRD-მა გააფართოვა ინვესტიციები გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და აღდგენის საფუძვლების შესაქმნელად, რაც მომავალში უკეთესი ეკონომიკის აღდგენაზეა ორიენტირებული. ბანკმა განაგრძო მხარდაჭერის კონცენტრირება კერძო სექტორზე. EBRD–ის ინვესტიციების 79 პროცენტი საქართველოში კერძო სექტორში ხორციელდება.

ვაჭრობის სასიცოცხლო ნაკადების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ საქართველოში, EBRD–მა ხელი შეუწყო ახალ რეკორდს – 70.3 მილიონი ევრო – ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციებისთვის ვაჭრობის ხელშწყობის პროგრამის ფარგლებში, სამი ადგილობრივი პარტნიორი ბანკის მონაწილეობით.

EBRD–მა კიდევ უფრო გაზარდა მცირე და საშუალო საწარმოების (SME) და კერძო სექტორის მხარდაჭერა, 135 მილიონი ევროს ოდენობით სესხებით კომერციული ბანკებისათვის – ადგილობრივი ბიზნესისთვის ქვე-სესხების გაცემის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს აღდგენას და გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას. ეს, ასევე, მოიცავდა პროექტს ახალ პარტნიორთან, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების სექტორში, თიბისი ლიზინგთან, მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაციის მიზნით.

EBRD–მა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სექტორს 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის (GHG), საბრუნავი კაპიტალის და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად ჯგუფის გადამწყვეტი როლისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, რაც GHG–ის ექვს მთავარ საავადმყოფოს Covid-19-ის პაციენტებისათვის ადაპტაციის საშუალებას აძლევს და გააფართოებს მის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.

ინფრასტრუქტურის სექტორში, EBRD-ის მწვანე ქალაქების ურბანული მდგრადობის პროგრამის ფარგლებში, ბანკმა დააფინანსა თბილისის მეტროს მოდერნიზაცია, განაგრძო თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა ქალაქ ბაკურიანში და ასევე უზრუნველყო თანამედროვე ავტობუსების ნაწილობრივი მიწოდება ქალაქებში – გორი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, თელავი და ზუგდიდი. პირველ ეტაპზე, 2020 წელს, სულ 175 ავტობუსიდან 118 იქნა მიწოდებული, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად განახლებას და გამონაბოლქვის შემცირებას 34 პროცენტით. ბათუმმა, სიდიდით მეორე ქალაქმა საქართველოში, ასევე  რვა ელექტრო ავტობუსი მიიღო მუნიციპალური ავტოფარეხისთვის.

ბანკმა ასევე გაააქტიურა მწვანე ენერგორესურსების სექტორში ჩართულობა დიდი განახლებადი  პროექტით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერებას 90 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, ელექტროენერგიის ეროვნული მომწოდებლისთვის, ქვეყნის მაღალი ძაბვის ქსელის შემდგომი განვითარების მიზნით,  მოსახლეობისათვის უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, მოშორებულ ადგილებში.

EBRD–მა ასევე განაგრძო რეგიონალური მიმოსვლისა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხით საქართველოს საჰაერო ნავიგაციისთვის, ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის ნავიგაციისა და მონიტორინგის ეროვნული სერვისის მომწოდებლისთვის.

ბანკმა ასევე უზრუნველყო ბიზნეს კონსულტაცია ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის 63 საკონსულტაციო პროექტით 59 ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით და 4 საერთაშორისო საკონსულტაციო საქმიანობით, კომპანიებისათვის მუშაობის გაუმჯობესებასა და განვითარებაში ხელშეწყობის მიზნით, ასევე, მათი საქმიანობის გაძლიერებით კრიზისის დასაძლევად. მხარდაჭერა მოიცავს რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებას, რომელიც დაფინანსებულია კორეის, ქალები ბიზნესში ინიციატივის (დაფინანსებულია შვედეთისა და ევროკავშირის მიერ) და EU-EBRD Digital RE4M  Programme-ის მიერ COVID-19-ის კრიზისის გამოწვევების საპასუხოდ. პროგრამა სპეციალურადაა შექმნილი ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *