ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შედეგები დადებითად შეაფასეს.

შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ბულგარელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. როგორც აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლება აფასებს ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.  ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციასა და პრიორიტეტებზე.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობა მაღალ დონეზე აქვს. „მიუხედავად ამისა, გასულ წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ურთიერთობები ვიზიტების მხრივ,  სათანადოდ ვერ განხორციელდა, თუმცა, მიმდინარე წელს დაგეგმილია როგორც საკომიტეტო დონეზე ვიზიტები ასევე, ზოგადად საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *