საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ავიაკომპანიები კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. ✅ შეთანხმების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველო-კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს:? ფრენის არეალის გაფართოებას;? ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას;? ტურიზმის განვითარებას. ? მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.✅ კერძოდ, 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 16,642 ვიზიტორი, რაც 2018 წელთან შედარებით 25.3 პროცენტით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 112.2 პროცენტით მეტია.✅ აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის, ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ, რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა და 1500 მდე მგზავრი იქნა გადაყვანილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *