ნათია თურნავა – მარტში განახლებულ პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარვადგენთ

როდესაც ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებსა და გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ახალ, უფრო აქტიურ და მეტად აგრესიულ პრივატიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს სტრუქტურულ გაჯანსაღებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო და პროგრამამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ თავისი შედეგი გამოიღო.

„კერძოდ, პანდემიის მიუხედავად და 2019 წელს დაწყებული ინერციით, პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს – 119 მილიონ ლარს აღემატება. თუმცა რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო შთამბეჭდავი შედეგები გვექნებოდა. პრივატიზაციის თვალსაზრისით, მარტში ძალიან საინტერესო სიახლეები გვექნება როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის – ეს არის განახლებული 100 საპრივატიზებო ქონების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  საპრივატიზაციოდ შეთავაზებული იქნება 150 საპრივატიზებო ქონება – თვისობრივად გაფართოებული, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგვხვდება, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესში განკერძოვდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა – პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შევთავაზებთ

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით.

„ერთი – ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს  არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *