საქართველო-ჩინეთის პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი
2021 წლის 20 თებერვალს, პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვა თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან. სარკინიგზო შემადგენლობა, რომლის ორგანიზებაც „მაერსკ ჩინეთის“ მიერ მოხდა, მოემსახურა
ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილ პრიორიტეტულ ტვირთს, რამაც აღნიშნულ კომპანიას მისცა სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის შესაძლებლობა და შეუმცირა მნიშვნელოვანი
ღირებულების ტვირთის ტრანსპორტირების დრო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა და სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ
მხოლოდ 21 დღე შეადგინა. ამრიგად, აღნიშნული ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ალტერნატივაა.
ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან
დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია. „მაერსკ ჩინეთმა“ მიიღო ტვირთი ჩინეთში, უზრუნველყო ყველა საექსპორტო
დოკუმენტის მოწესრიგება და მონიტორინგს უწევდა ტვირთს, საბოლოო ჩაბარებამდე. „მაერსკის“ გუნდმა მჭიდროდ ითანამშრომლა რეგიონულ სარკინიგზო ოპერატორ კომპანიებთან, ტვირთის მოძრაობა კი
დამატებით კონტროლდება GPS-ის საშუალებით, დაგეგმილ გრაფიკთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამგვარი ტიპის ბლოკ-მატარებელი პირველია საქართველოსთვის და ნათლად წარმოადგენს ქვეყნის მიმართულებით ტვირთების ეფექტური ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი, შეასრულოს ევროპა-აზიის მაკავშირებელი კარიბჭის როლი, ეფექტურად იქნას ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების და მათ მიმდებარე რეგიონების მიმართულებით წამოსული ტვირთებისთვის სწრაფი საზღვაო-სარკინიგზო მომსახურებების შეთავაზებით.
„ეიპიემ ტერმინალსის“ მმართველობაში მყოფი ფოთის მრავალმიზნობრივი საზღვაო ნავსადგური ემსახურება ყველა გლობალური საზღვაო ხაზის საკონტეინერო ტვირთნაკადს, რომელიც მოძრაობს საზღვაო, სარკინიგზო
თუ სახმელეთო გზებით. აღნიშნული სერვისით, რომელიც სრულ მარშრუტზე ეფექტური და სწრაფი გადაზიდვების უზრუნველყოფით, ტვირთებს საქართველოს გავლით დააკავშირებს მსოფლიო ლოგისტიკურ
ჯაჭვთან, კომპანია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების ეროვნულ მიზანს.
ზოგადი მიმოხილვა
“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.
2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15
ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა
განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის,
სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში