„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს

„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმაშვილობილმა კომპანია„ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთასარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის  წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით,სამუშაო შეხვედრაგამართეს.სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულშეხვედრაზე„ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი  პირებისთვის სპეციალურად  შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.

შეხვედრისმონაწილეებსმისასალმებელისიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დასაქართველოსმ ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა ნათია თურნავამმიმართეს.ღონისძიებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტი ნინო ნიჟარაძე,  პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელძღვანელები, დარგის სხვა პროფესიონალები, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიდაესწრნენ.შეხვედრისმონაწილეებმა  პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა  და  ამ მიმართულებით, სარეაბლიტაციო პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად  ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდისინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოსკურორტების განვითარებისა და  სამედიცინო ტურიზმისკუთხით  გააჩნია, მაქსიმალურადიყოსგამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად. ამიტომ მოვიწვიეთ ამ დარგის მედიცინის სპეციალისტები,  მთავრობის წარმომადგენლები, იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდდაავადებული პაციენტები მკურნალობენ და ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა.  ჩვენი ინიციატივაა,სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისიუნიკალურისამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოტპროექტისაქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად“,განაცხადა დავით საგანელიძემ 

„ბოლო პერიოდშიპოსტკოვიდურისინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო  ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელპროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს  შესაძლებლობას აძლევს,მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“,აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

„ბორჯომი“ ლიკანისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და  დაგეგმილიღონისძიებებისა

და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *