წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ვ.მ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3409 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3409 ლარი შეეფარდა